ჩოგბურთი

20:10 | 8.05.2018 | ნანახია 1072 - ჯერ

ბასილაშვილი ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის 1/32-ფინალში ფრანგ გაელ მონფილსთან 2:6, 6:3, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ნიკამ უშანსოდ დათმო. მეორე პარტიაში კი ბასილაშვილმა საუკეთესო თამაში აჩვენა და მეტოქე უშანსოდ დატოვა. გადამწყვეტ მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ პირველ გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ხოლო გადამწყვეტ მეცხრე გეიმში კი ბასილაშვილი სამ ბრეიკ-პოინტს ვერ იყენებს. ჯამში მონფილსმა ოთხი შესაძლებლობიდან ოთხივე ბრეიკი გააკეთა, ნიკამ კი 10 შესაძლებლობიდან მხოლოდ - ორი. სწორედ ეს გახლავთ ქართველი ჩოგბურთელის მარცხის მიზეზი.

ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის ძირითად ბადეში გასვლით 40 სარეიტინგო ქულა 22 000 ევრო გამოიმუშავა. ნიკოლოზმა 77 ადგილიდან “ლაივ-რეიტინგში” 72-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:21 | 09.05.2018
ogafa (10230)

საწყენია

21:18 | 08.05.2018
BEERTRANCE (97819)

დასანანი მარცხი იყო. თითქოს უშანსოდაც არ იყო. წარმატებები.

21:59 | 08.05.2018
KoRBeN DaLLaS (24846)

ისევ გადაურჩა ნადალი

00:38 | 10.05.2018
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

14:06 | 09.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდდდდდდდდდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060457
სარეკლამო ადგილი - 99
X x X