ფეხბურთი

19:30 | 8.05.2018 | ნანახია 1419 - ჯერ

ანდრეა პირლო: "ყველაზე ბედნიერი წლები "მილანში" გავატარე"

ლეგენდარული ანდრეა პირლო გამოსამშვიდობებელი მატჩის ემზადება. 21 მაისს, მილანში, “სან სიროს” სტადიონზე იტალიელს ყოფილი თანაგუნდელები გააცილებენ. ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში პირლოს მხარდამხარ უთამაშიათ.

მანამდე კი, 39 წლის პირლო ყურადღების ცენტრშია და იტალიურ მედიას ესაუბრება:

რობერტო ბაჯო – რობერტო ეს იყო ფეხბურთი. მასთან ერთად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და გავიზარდე. ასევე, ბევრი მომცა კარლო მაცონემ.

“ინტერი” – როდესაც, ჩემმა აგენტმა დამირეკა და “ინტერის” ინტერესზე მითხრა, ეს მომენტი დიდებულად მახსენდება. რადგან, ბავშვობიდან “ნერაძურის” ტიფოზი ვიყავი. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, სიმონე მენდობოდა და თითქმის 20-მდე თამაში ჩავატარე, ვთამაშობდი ჩემპიონთა ლიგაზეც. პირველი წლით კმაყოფილი ვიყავი, შემდეგ კი იჯარით “რეჯინაში” წავედი. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა.

“მილანი” – იჯარის შემდეგ “ინტერში” დაბრუნება აღარ მინდოდა. გალიანი ჩემს აგენტს დაუკავშირდა და მე მაშინვე დავთანხმდი. ეს იყო 10 გიჟური წელი, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ნამდვილად ყველაფერი მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება ყველაზე განსაკუთრებული იყო, ყველაზე ემოციური. საერთოდ, ასეა, პირველი არასდროს გავიწყდება.

უცხოეთი – მქონდა შესაძლებლობა იტალიის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში მეთამაშა, იტალიური ფეხბურთის კარგ პერიოდში და შესაბამისად, სინანულს არ განვიცდი. უკეთესი არც შეიძლებოდა მომხდარიყო და უცხოეთში თამაშის სურვილი არც მქონდა.

ანჩელოტი – ეს არის მწვრთნელი, რომელთანაც ყველაზე დიდი პერიოდი გავატარე. მეორე მამა იყო ჩემთვის და “მილანის” ბევრი ფეხბურთელისთვის. მასთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიე, ის განსაკუთრებული ადამიანია. კარლოს მადლობელი ყოველთვის ვიქნები.

მწვრთნელობა – მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ბევრი მაქვს სასწავლი. ყველა ჩემს ყოფილ თანაგუნდელს ეს პროფესია არ იზიდავს. ამ ეტაპზე ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ლიცენზიის აღება შესაძლებელია. საერთოდ, მწვრთნელობაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე, რაც ანტონიო კონტეს შევხვდი.

სტამბოლი – ბევრი წელი გავიდა, მაგრამ იმედგაცრუების გრძნობა ისევ მეუფლება. ეს იყო საუკეთესო პირველი ტაიმი კარლო ანჩელოტის პერიოდში. თუმცა, რა მოხდა მეორე ტაიმში, ამ კითხვაზე პასუხი ახლაც არ მაქვს. კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ საბედნიეროდ, მე წინ წავედი და მომავალში შურისძიების მატჩიც გვქონდა.

ალეგრი – შედეგი თუ სილამაზე? ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი შუალედის პოვნაა. “მილანი” იმარჯვებდა და ლამაზად თამაშობდა, შესაბამისად, დისკუსია არ არსებობდა. ალეგრი კარგი მწვრთნელია და ყოველთვის საუკეთესოს ეძებს გუნდისთვს. ზოგჯერ კარგად თამაშობ, ზოგჯერ ცუდად, მაგრამ საბოლოოდ მთავარი შედეგია. ასე რომ, ალეგრი მართალია.

ოქროს ბურთი – არასდროს ვფიქრობდი, რომ ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩემს ეპოქაში სხვა ჩემპიონებიც თამაშობდნენ და ბედნიერი ვიყავი გუნდის გამარჯვებით. არასდროს მიფიქრია, რომ “ოქროს ბურთი” ჩემს კარიერას დააკლდა.

იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:36 | 09.05.2018
temo11 (1345)

ძალიან მაგარი იყავი, გინდა მილანში და გინდ იუვეში

21:20 | 08.05.2018
ogafa (6803)

ყოჩაღ

21:46 | 08.05.2018
kelbo (7063)

მე მგონი მივხვდი ბოლობოლო - ეს "ყოჩაღ" შენეული ქართული ვარიანტია "ლაიქის"
თუ მართლა ასეა, მაშინ ყოჩაღ

სტატისტიკა
0.171804