“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები შეადარა და განაცხადა, რომ ყველაზე რთული პრემიერლიგის მოგება იყო. ესპანელმა სპეციალისტმა მომავალ სეზონში ტიტულის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
“ჩემი გამარჯვებები ესპანეთსა და გერმანიაში? ინგლისში ამის მიღწევა გაცილებით რთული იყო. ვამაყობთ ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგით და იმ გზით, რომელიც გავიარეთ. სეზონის წინ არ იცი რა გელის. უბრალოდ, გუნდს ამზადებ, ტიტული კი გაწეული შრომის შედეგია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, პრემიერლიგის გამარჯვებული გუნდები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას როგორ ვერ ახერხებდნენ. ასე რომ, ტიტულის დაცვა კიდევ უფრო რთული იქნება, თუმცა მზად ვართ ამ გამოწვევისთვის” - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.