პორტუგალიური “პორტუს” მეკარე იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს. ვეტერანი კიპერის განცხადებით, მისი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია.
“მსოფლიოს ჩემპიონატი? მე ჯერ კიდევ განსხვავებული გზა ავირჩიე, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ლოპეტეგი გამომიძახებს. მესმის, რომ ის სხვა ფეხბურთელებს ირჩევს, მაგრამ მე ვოცნებობ ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაზე”, - ციტირებს კასილიასის სიტყვებს Marca.
იკერ კასილიასის დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წელს შედგა. აქედან მოყოლებული დღემდე 36 წლის კიპერმა 167-ჯერ მოირგო “ფურია როხას” მაისური. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2008, 2012) და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი (2010).
კასილიასს ესპანელთა ღირსება 2016 წლის შემდეგ არ დაუცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებულ წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იკერი ესპანეთის ნარების სათადარიგო კიპერი გახლდათ.