ფეხბურთი

17:12 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა ჩინეთის ნაცვლად იაპონიაში

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიაში გააგრძელებს. Cadena ser-ის ინფორმაციით, J ლიგის ბინადარ “ვისელ კობესა” და ფეხბურთელს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა და უახლოეს მომავალში კონტრაქტიც გაფორმდება.

ანდრესი აზიურ გუნდს ბედს სამი წლით დაუკავშირებს და ამ დროში ხელფასის სახით 75 მილიონ ევროს მიიღებს.

აქამდე, ესპანელ ნახევარმცველს ჩინურ “ჩუნცინ ლიფანს” უკავშირებდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ კლუბმა თავად გამორიცხა პირინელის დამატების შესაძლებლობა.

რაც შეეხება “ვისელ კობეს”, ამ გუნდის ღირსებას სახელგანთქმული ფეხბურთელი უკვე იცავს – გერმანელი ლუკას პოდოლსკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10912