ფეხბურთი

15:32 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია – “ლოკომოტივის” მთავარი ფიგურა ფარფანთან და ფერნანდეშთან ერთად

მოსკოვის “ლოკომოტივი” რუსეთის ჩემპიონი 14-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. “რკინიგზელები” საჩემპიონო გზაზე ისევ იური სიომინმა დააბრუნა, რომელიც, როგორც 21-ე საუკუნის დასაწყისში, ახლაც ენდობა ქართველ ფეხბურთელებს.

კერძოდ, სოლომონ კვირკველიას, რომელმაც მოსკოველთა საჩემპიონო სეზონში დიდებულად ითამაშა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

Sport-express-ი “ლოკოს” ჩემპიონობას ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც საუბარი კვირკველიას შესახებაცაა. სწორედ ამ მონაკვეთს გთავაზობთ უცვლელად:

“გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი – საჩემპიონო გუნდის ძირითად შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი. ჯანაშია, ასათიანი, აშვეთია და ახლა უკვე კვირკველია. ჩემი აზრით, ჩემპიონობაში მთავარი ფიგურა ფარფანთან და ფერნანდეშთან ერთად. მისი თითოეული მოძრაობა, თითოეული სიტყვა ნიშნავს იმას, რომ მზადაა თავი გასწიროს მწვრთნელისთვის.

მწვრთნელისთვის, რომელმაც “რუბინში” უიმედო სათადარიგოობის შემდეგ მისი კარიერა ააღორძინა.

სიომინმა პირადად მოითხოვა გამოსასყიდი თანხა, მაგრამ, როდესაც “რუბინთან” მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ზოგიერთი წყროს ცნობით, კლუბის ბიუჯეტში ფული არ იყო. ამ დროს, ცნობილმა ბიზნესმენმა ანდრეი ბოკარევმა, რომელიც სიომინის მეგობარია, პირადად გამოყო კვირკველიას ტრანსფერისთვის ფული. მოგვიანებით, კლუბმა მას ვალი დაუბრუნა.

სოლომონი კი დაეცა მინდორზე და ისტერიულად ბალახზე ხელების ბრახუნი დაიწყო. ბედნიერების გამომჟღავნების ასეთი სტილიც არსებობს. ემოციური კვირკველიას სიმონისადმი დამოკიდებულება – ესაა ადამიანურობა, რასაც პოეტი ტანიჩი ბრძანებს”, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია “ლოკომოტივს” 2017 წლის ზამთარში იჯარით შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში უმალვე დაიმკვიდრა ადგილი. გასულ წელს მან რუსეთის თასი მოიგო და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. წელს კი, რუსეთის ჩემპიონი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად უკვე ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს გარჯა.

ჩემპიონობაში კვირკველიას წვლილი დიდი იყო: 28 მატჩი (შეუცვლელად), 2 გოლი (“არსენალთან” 1:0 და “რუბინთან” 1:1).

0.147645