“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კომადან გამოვიდა და ოჯახის წევრებთან საუბარიც შეძლო.
როგორც Daily Mail-ი იტყობინება, შოტლანდიელი სპეციალისტი ამ დროისთვის ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმები მის მდგომარეობას ოპტიმისტურად აფასებენ.
ალექს ფერგიუსონმა 5 მაისს ინსულტი გადაიტანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსთა განცხადებით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და მკურნალობის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია