მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანს - ლაშა ტალახაძეს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი მამაკაცისთვის განკუთვნილი ჯილდო თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო საღამოზე ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.
ჩვენს სპორტსმენთან ერთად, დაჯილდოვდა გასული წლის საუკეთესო ძალოსანი ქალი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელიც კუთვნილი ჯილდოს მისაღებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები; ქალაქის მერი და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები.







