ფეხბურთი

0:10 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კასილასი: “იმედი მაქვს “პორტოში” დავრჩები”

"პორტოს" ვეტერანმა მეკარემ იკერ კასილასმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ლეგენდარული კიპერის თქმით, ზუსტად არ იცის სად განაგრძობს თამაშს, თუმცა კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

“იმედი მაქვს, რომ “პორტოში” დავრჩები. დაზუსტებით კვლავ არ ვიცი ჩემი მომავლის შესახებ და შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო თამაში იყო “დრაგაოზე”. ჩემს გეგმაში კარიერის დასრულება არ შედის და თამაშის გაგრძელება მსურს. თუ “პორტოსგან” წინადადება მექნება, მას სიამოვნებით მოვუსმენ”, - განაცხადა “რეალის” ყოფილმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ იკერი “პორტოს” 2015 წელს შეუერთდა. მან პორტუგალიური გრანდის მაისური 114-ჯერ მოირგო. მიმდინარე სეზონში “დრაკონების” კარი 31-ჯერ დაიცვა, 19 გოლი გაუშვა და 18 მშრალი შეხვედრა ჩაატარა, “პორტო” კი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.

0.118246