ფეხბურთი

21:00 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონის” ფეხბურთელმა “სიტისთან” ერთად ჩემპიონობა აღნიშნა

ლივერპულის “ევერტონის” ფეხბურთელმა ელიაკიმ მანგალამ პრემიერლიგის ჩემპიონობა “მანჩესტერ სიტისთან” ერთად იზეიმა. ეს იმიტომ, რომ ფრანგი “სიტის” საკუთრებაშია და სეზონის პირველ ნახევარში მისი მაისური 9-ჯერ მოირგო.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წესდებით კი, ფეხბურთელს ოქროს მედალი იმ შემთხვევაში ერგება, თუ სეზონში მინიმუმ 5 მატჩს ჩაატარებს. მანგალა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ უცნაური მაინც ის იყო, რომ დღესდღეობით “ევერტონის” წევრია.

მანგალამ “გუდისონ პარკზე” იანვრიდან ორი თამაშის გამართვა მოასწრო და მას შემდეგ ტრავმირებულია.

0.113416