ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” საფრანგეთის თასის ფინალში მესამე დივიზიონის ბინადარ “ლე ერბეს” დაუპირისპირდება. აქამდე უცნობი გუნდის მთავარ მწვრთნელ სტეფან მასალას პსჟ-ს დამარცხების იმედი არ აქვს და თამაშის წინ აცხადებს, რომ მთავარია, “სტად დე ფრანსზე” იმყოფება.
“არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც ჩემზე 10-ჯერ გამოცდილები არიან, მაგრამ “სტად დე ფრანსზე” ფეხიც არ დაუდგამთ. ვიცი, რომ თასის მოგების შანსი ნულის ტოლფასია. ჩვენთვის ახლა შედეგი მნიშვნელოვანი არაა, მთავარია, რომ პარიზს საკუთარი თვალებით ვხედავ”, - განაცხადა მასალამ.
“ლე ერბე” მესამე დივიზიონში მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საფრანგეთის თასზე მოულოდნელად ფინალში გავიდა. აღნიშნული შეხვედრა 8 მაისს, პარიზში, “სტად დე ფრანსზე” გაიმართება.