ფეხბურთი

17:49 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბას ძმას თანაგუნდელები ფიზიკურად გაუსწორდნენ (+VIDEO)

პოლ პოგბას უფროსი ძმა, ფლორენტინ პოგბა თანაგუნდელებმა სცემეს. თურქეთის სუპერლიგის მატჩში “გენჩლერბირლიგი” საკუთარ მოედანზე “ანტალიასფორთან” 0:1 დამარცხდა და ინციდენტიც ამ შეხვედრაში მოხდა.

პოგბამ თამაშის მიწურულს ტრავმის გამო მოედანი თვითნებურად დატოვა. იმ დროისთვის, მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, ხოლო ფრანგმა მაისური გაიხადა და მინდვრიდან ისე გავიდა, სამწვრთნელო შტაბიც არ გააფრთხილა.

ამან თანაგუნდელების გაღიზიანება გამოიწვია და იქვე, ჩხუბი დაიწყო. თურქული გამოცემა Dogan-ის ცნობით კი, თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა და ფლორენტინ პოგბას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

27 წლის ფრანგი მცველი თურქულ “გენჩლერბირლიგში” 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

0.134431