ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოჰამედ სალაჰის საქციელით უკმაყოფილო დარჩა. ეგვიპტელმა “ჩელსისთან” მატჩის 39-ე წუთზე სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო ის გერმანელმა სპეციალისტმა გააკრიტიკა.
“დიახ, მე ვფიქრობ, რომ თავისი ინიციატივით დაეცა. თითქოს ელოდებოდა კონტაქტს, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ის, რისი ნახვა აღარ მსურს. ეს არაა კარგი.
ჩემპიონთა ლიგის ზონა? – ვნახოთ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. მაგალითად, ერთი თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიქნებოდით”, - განაცხადა კლოპმა.
“ლივერპული” პრემიერლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება 72 ქულით და მეხუთეადგილოსან “ჩელსის” მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. თუმცა, “წითლებს” ლონდონელებთან შედარებით ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.