კალათბურთი

14:45 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

აეკ-მა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ათენის აეკი გახდა. ბერძნულმა კლუბმა ფინალში “მონაკო” 100:94 დაამარცხა.

ფინალში ყველაზე მეტი 19 ქულა აეკ-ის ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკ გრინმა ჩააგდო. ბერძნული კლუბი მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში “მონაკომ” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მეორე წელია რაც იმართება, შარშანდელი გათამაშება ესპანურმა “ტენერიფემ” მოიგო.

0.147272