წარმოშობით ლათინოამერიკელი, მაგრამ გულით, სულით შეგნებით და მკერდის ციალით ტრამპპრეზიდენტიანი ამერიკელი მოდელი, პაულა ლაბარადესი შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჭეშმარიტი პატრიოტია და არ არსებობს სპორტული ღონისძიება, სადაც ეს ასული ამერიკელთა გულის გასახარებლად არ მიკუსკუსდება.
პაულას გამორჩეულად სპორტის არც ერთი სახეობა არ ეგულისფანცქალება. მისთვის მთავარია სადმე ამერიკის დროშა ფრიალებდეს და მუდამ მზადაა თავისი დიდებული პერსონით გაალამაზოს ტრიბუნა, არენა თუ დარბაზი. თან ამას ისე აკეთებს, რომ არასოდეს უთქვამს, ამერიკელ სპორტსმენთა თილისმა მხოლოდ მე ვარ და სხვები ახლოს არ გამაკაროთო.
პაულა ლაბარადესი სამოდელო საქმეშიც ნამეტნავად ცნობილი, წარმატებული და დაფასებული ვინმეა. მარტო ის რად ღირს, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული ამ გოგოს გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია და ნიფხავ-პერანგის მწარმოებელი ფირმები ხომ სულ თავს ეხვევიან. წარმატებულობა კი პირველ ყოვლისა სამშობლოს მსახურებაა. მაშ როგორ?!...