ფეხბურთი

1:15 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ვენგერი “ემირეითს სთედიუმიდან” გამარჯვებით გააცილეს

პრემიერლიგის 37-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს, არსენ ვენგერი “არსენალს” უკანასკნელად გაუძღვა “ემირეითს სთედიუმზე”. შეგირდებმა ფრანგი სპეციალისტი სათანადოდ დააფასეს და გამოსამშვიდობებელ საშინაო მატჩში, “ბარნლის” შავი დღე აყარეს.

“მეთოფეებმა” ტაიმი ობამეიანგის და ლაკაზეტის გოლებით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში კოლოშინაცმა და აივობიმ სხვაობა გამანადგურებელი გახადეს, ობამეიანგმა კი 75-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც “ჩელსი” “ლივერპულს” დაუხვდა, მინიმალური სხვაობით იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დაძაბა. მთლიანობაში შეხვედრა თანაბარი გამოდგა და გადამწყვეტი ოლივიე ჟირუს გოლი გამოდგა, რომელმაც 32-ე წუთზე თავური დარტმით აიღო კარიუსის კარი -1:0.

“მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც კუთვნილი საჩემპიონო თასი ჩაიბარა, გადარჩენისთვის მებრძოლი “ჰადერსფილდი” მიიღო და შინ ქულა გაატანა. პრემიერლიგის დებიუტანტს 36 ქულა აქვს და 3 ქულით უსწრებს “სუონსის” და “საუთჰემპტონს”.

არსენალი – ბარნლი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0, 5:0 ობამეიანგი (14; 75), 2:0 ლაკაზეტი (45+3), 3:0 კოლოშინაცი (54), 4:0 აივობი (64)

ჩელსი – ლივერპული 1:0 (1:0)

გოლი: ჟირუ (32)

მანჩესტერ სიტი – ჰადერსიფილდი 0:0

0.172111