საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალში ბოსნია-ჰერცოგოვინას წარმომადგენელი მირზა ბაშიჩი 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში ფრანგ გაელ მონფილსს შეხვდება.
ბაშიჩთან შეხვედრა 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ნიკამ 4:4-ზე ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ბასილაშვილმა 8:10 წააგო. გადამწყვეტი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკით დაიწყო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ბასილაშვილი მონფილსის შეხვედრა 7 მაისს გაიმართება. ნიკა გაელის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.