გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
“ფილადელფია” შინ “ბოსტონს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ბოსტონელები 89:87 იგებდნენ, თუმცა მატჩის საფინალო სირენასთან ერთად მარკო ბელინელიმ 2-ქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით 5-წუთეულში “ფილადელფიამ” კარგად დაიწყო და 5 ქულით წინა გასვლაც მოახერხა. თუმცა ბოლო წუთებში “კელტებმა” შვიდი უპასუხო ქულა ჩაუგდეს და საბოლოოდ “ბოსტონმა” 101:98 მოიგო. სერიას მასაჩუსეტელები 3:0-ს იგებენ. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ტატუმმა ჩააგდო. “ფილადელფიაში” საუკეთესო ჯოელ ემბიდი იყო (22 ქულა, 19 მოხსნა).
“კლივლენდი” საკუთარ დარბაზში “ტორონტოს” დაუპირისპირდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში “კავალიერსი” წინ იყო. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე კანადელებმა ანგარიში პირველად გაათანაბრეს 103:103. საბოლოო შეტევა თავის თავზე ლებრონ ჯეიმსმა აიღო და მატჩის საფინალო სირენასთან ერთად 2-ქულიანი ჩააგდო და “კავალიერსს” 105:103 მოაგებინა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა 7 პასი, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. “ტორონტოში” კაილ ლოური 27 ქულით გამოირჩა. სერიას “კლივლენდი” 3:0-ს იგებს.