ყაზახეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "კიზილჟარი" შინ "აკჟაიკის" დაუპირისპირდა, მეტოქე 2:1 დაამარცხა და პრემიერლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
32-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ხოლო 36-ე წუთზე გოგიტა გოგუამ ლამაზი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. სტუმრებმა მატჩის ბოლოს შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა. "კიზილჟარის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ფოფხაძემ.