დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე "ელ კლასიკო" გაიმართება. კატალონიის "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. მატჩამდე ერნესტო ვალვერდემ და ზინედინ ზიდანმა გაფართოებული შემადგენლობები დაასახელეს.
"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, დენის სუარესი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, კოუტინიო, პაულინიო, ალკასერი, ალბა, რობერტო, უმტიტი, ვერმალენი.
"რეალი": ნავასი, კასილია, ლუკა ზიდანი, ვალიეხო, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ერნანდესი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ასენსიო, კოვაჩიჩი, სებალიოსი, რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ვასკესი.