მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირი” თურქეთის მეორე ლიგის პლეი ოფში წარმატებულად ჩაერთო. მეოთხედფინალურ სერიის პირველ მატჩში ბაჰჩეშეჰირელებმა სტუმრად “ანთალიასფორი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმა 78:77 იმარჯვა, დიქსონმა კი 16:45 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 2-ვე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მოედანი კი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა.
“ბაჰჩეშეჰირი” 8 მაისს ანტალიელებს უკვე შინ დაუხვდება და თუკი ისევ იმარჯვა, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.
gbf.ge