ფეხბურთი

4:05 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" სკუდეტოსთან ერთ ნაბიჯში

ტურინის “იუვენტუსი” ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოსთან უკვე ძალიან ახლოსაა. “ბებერმა ქალბატონმა” საკუთარ კედლებში “ბოლონიასთან” ბეწვის ხიდზე კი გაიარა, მაგრამ საბოლოოდ შედეგს მაინც მიაღწია და 3 ქულა მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარა და 45 წუთის შემდეგ მარცხდებოდა. სიმონე ვერდიმ ჯიჯი ბუფონს გადასარევი პენალტი გაუტანა. “იუვეს” მეორე ნახევარში ყველანაირი გზა მოჭრილი ჰქონდა – თამაში უნდა მოეგო. ამისთვის ალეგრიმ დუგლას კოშტა შეიყვანა მოედანზე და ყველაფერი დალაგდა. ბრაზილიელი, რომელიც ჩინებულად მოერგო ტურინულ გრანდს ამჯერადაც შეუდარებელი იყო. კოშტამ ააწიოკა მეტოქე მცველები და ორჯერ საგოლე პასი მიითვალა. მერე ულამაზეს სტილში, “რაბონა” დარტყმით სცდილობდა გატანას და სულ მცირედი დააკლდა. საოცარი ეპიზოდი გამოვიდა.

რაც შეეხება გოლებს – სამივე ფლანგურ შეტევებს მოჰყვა. ჯერ ხუან კუადრადომ ჩააწოდა სახიფათოდ და დე მაიომ ავტოგოლი მიითვალა, ხოლო შემდეგ კოშტას გადაცემები გოლებით ჯერ სამი ხედირამ, მერე პაულო დიბალამ დააგვირგვინეს. ასე და ამრიგად, “იუვემ” ნაპოლისთან” სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა. ამ ტურში ნეაპოლელებმა რომ მოიგონ, “ბებერი ქალბატონი” მაინც ერთ ნაბიჯშია ჩემპიონობასთან.

ტური კი მილანში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “ვერონა” მარტივ მამრავლებად დაშალა და 4:1 დაამარცხა. ჯენარო გატუზოს გუნდის უპირატესობა თვალშისაცემი იყო და ანგარიში შეიძლებოდა გაცილებით დიდიც ყოფილიყო. “როსონერი” ექვსეულში დაბრუნდა, თუმცა ახლა ლობმარდიელთათვის სეზონის მთავარი მატჩია წინ – იტალიის თასის ფინალი ტურინის “იუვენტუსთან”. ეს მატჩი 9 მაისს, რომში გაიმართება. აი, "ვერონამ" კი სერია A უკვე ოფიციალურად დატოვა და შეუძლია უკან დასაბრუნებლად მზადებას შეუდგეს.

“მილანი” – “ვერონა” 4:1 (2:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 49 644

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, ბონუჩი, რომანიოლი (მუსაკიო 62), როდრიგესი; კესიე, ლოკატელი, ბონავენტურა; სუსო (ბორინი 58), კუტრონე (კალინიჩი 71), ჩალჰანოღლუ

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

“ვერონა” (4-3-3): სილვესტრი; ბეარძოტი, კარაჩოლო, ჰერტო, ფარეში (აარონსი 76); რომულო, დანცი, კალვანო (ფ. ძუკულინი 53); ჩერჩი, პეტკოვიჩი (ლი 57), მატოსი

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (10), 2:0 კუტრონე (32), 3:0 აბატე (49), 3:1 ლი (85), 4:1 ბორინი (89)

გაფრთხილება: მუსაკიო (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 5 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% 1 5:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“იუვენტუსი” – “ბოლონია” 3:1 (0:1)

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 714

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; კუადრადო (ლიხშტაინერი 72), რუგანი, ბარძალი, ასამოა; ხედირა, მარკიზიო, მატუიდი (დუგლას კოშტა 46); დიბალა, იგუაინი, ალექს სანდრო (ბერნარდესკი 84)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ბოლონია” (3-5-2): მირანტე; კრაფტი (ტოროსიდისი 60), რომანიოლი, დე მაიო; მბაიე, ნადი, კრისეტიჯი, პოლი, კეიტა; ვერდი (დესტრო 73), ავენატი (პალასიო 66)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 ვერდი (30, პენ), 1:1 დე მაიო (52, ა.გ), 2:1 ხედირა (63), 3:1 დიბალა (69)

გაფრთხილება: კუადრადო (14), რუგანი (27) – პოლი (18), კრისეტიჯი (61), პალასიო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 5 (3) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.343331