ფეხბურთი

18:55 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს!

ვენის "რაპიდისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. "რაპიდმა" სტუმრად "ლასკ ლინცი" 2:0 დაამარცხა, ხოლო 41-ე წუთზე ტომას მიურგის გადაცემის შემდეგ ანგარიში ჩვენებურმა გახსნა VIDEO.

ეს ქვილითაიას მეათე გოლი გამოდგა ბუნდესლიგის 29-ე მატჩში. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 88-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში სწორედ ქვილითაიას ნაცვლად შესულმა ანდრეას კუენმა დააფიქსირა.

"რაპიდმა" ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში სწორედ "ლასკს" გადაასწრო (1 ქულით) და 33 ტურის შემდეგ 58 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

0.150962