ფეხბურთი

21:25 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესმა "ბარსელონაში" ანტუან გრიზმანის ტრანსფერი დაანონსა

ანტუან გრიზმანი “ბარსელონაში”? კატალონელთა თავდამსხმელი ლუის სუარესმა ურუგვაის რადიო Rincon-თან საუბარში განაცხადა, რომ გრიზმანის მოსვლით “ბარსელონა” იამაყებს.

“ჩვენ ვამაყობთ ისეთი ფეხბურთელების მოსვლით, როგორიც ანტუანია (გრიზმანი – რედ) და როგორც წინა თვეებში მოხდა კოუტინიოსა და დემბელეს შემთხვევაში. ის თამაშობს უმაღლეს დონეზე წლებია და ისეთი გუნდის შეტევის ლიდერია, როგორიც “ატლეტიკოა”. ჩვენ მივესმალმებით ასეთი ფეხბურთელის მოსვლას. გრიზმანი არ მოდის ჩვენთან იმისთვის, რომ ვინმეს ადგილი წაართვას, არამედ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში და ტიტულების მოგება სურს”, - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე არაერთხელ გაიჟღერა. ცოტა ხნის წინ, “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკო სერესომ ფრანგის გასხვისება გამორიცხა, მაგრამ ახლა ლუის სუარესმა სხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელა.

0.113567