იტალიური “ნაპოლი” მთელი სეზონი ჩემპიონობისკენ მიიწევდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფლორენციაში, “ფიორენტინასთან” (0:3) დამარცხდა და სკუდეტოს მოპოვების შანსი ძალიან შეიმცირა.
ბევრმა დიაწყო იმაზე საუბარი, რომ “იუვენტუსმა” მსაჯების დახმარებით მიაღწია მორიგ ტიტულს, მაგრამ ამ მოსაზრებას თავად “ნაპოლის” პრეზიდენტი და მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი არ იზიარებს. Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ “ნაპოლის” ენერგია არ ეყო.
- ნეაპოლში საუბრობენ, რომ ჩემპიონატი გაყალბებულია მას შემდეგ, რაც გასულ შაბათს მოხდა. იზიარებთ?
- არა, მე არ ვისაუბრებ ასეთი ტერმინებით. ლუჩანო სპალეტის რამდენიმე გადაწყვეტლებას არ ვიზიარებ, მაგალითად, იკარდის შეცვლას, მაგრამ ასევე 10 ფეხბურთელით თამაში ძალიან რთულია. “იუვენტუსს” არაფერი მოუპარავს.
- რატომ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს “ნაპოლიმ” სეზონის ბოლომდე?
- ჩვენთვის სეზონი ძალიან ადრე დაიწყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი გვქონდა სათამაშო. მესამე ადგილოსანს 17 ქულით ვუსწრებთ და 24 ტურის განმავლობაში ლიდერები ვიყავით. შეიძლებოდა უფრო მეტი როტაცია შემადგენლობის მხრივ და რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება. თუმცა ასე არ მოხდა და აპრილში უკვე ენერგია დაგვაკლდა. გულამის დანაკლისი ჩვენთვის სერიოზული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მარიო რუი კარგი ფეხბურთელია.
- თქვენ რას შეცვლიდით მაურიციო სარის ადგილზე?
- იტალიის თასსა და ევროტურნირებს შეგნებულად არ შეველეოდი. “ლაიფციგთან” პირველივე თამაში სახლში წავაგეთ, რადგან ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი არ იყო. შემდეგ ლაიფციგში გავიმარჯვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ იყო.
- სარისთან ერთად თუ მის გარეშე?
- ეს მასზეა დამოკიდებული. არამგონია, რომ წასვლა სურდეს. იანვრიდან რამდენჯერმე ვესაუბრე და სარის ჩვენთან დარჩენა უნდა. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.
- თქვენ ფიქრობთ სარის შესაძლო შემცვლელზე?
- ჯერ კიდევ ოქტომბერში ვიმსჯელეთ მთელ რიგ კანდიდატებზე. ვნახეთ ხალხი პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში და ასევე იტალიაში. ეს შეიძლება იყოს მარკო ჯამპაოლო ან სიმონე ინძაგი. სპალეტიზე კი ბოლოს სამი წლის წინ ვფიქრობდი. ანტონიო კონტე? – ეს ჩემი მეგობარია. ჩემი აზრით, სარი გუნდში დარჩება და თუ მაინც, ასე არ მოხდა, კარგი ალტერნატივები მაქვს.