ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელ ნეიმარს კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელობა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
ავტორიტეტული გამოცემის პირველ გვერდს ასეთი სათაური ამშვენებდა: “ნეიმარს რონალდუს გვერდით თამაში სურს”.
წინასწარი ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტის გადახდასაც აპირებს. ამასთან, რონალდუ თანახმაა, რომ ბრაზილიელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მივიდეს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვნელობასაც აცნობა.
შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ში “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ გასულ ზაფხულს გადავიდა. მიუხედავად ამისა, არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშია.