ფეხბურთი

14:53 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიაში ფალკაოს მდგომარეობა აშფოთებთ

ფრანგული “მონაკოსა” და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდ რადამელ ფალკაოს თავზე შავი ღრუბლები გროვდება. 32 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს. მიზეზი ხშირი ტრავმიანობაა.

ფალკაოს ამჯერად ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. საინტერესოა, რომ რადამელმა მხოლოდ 2018 წელს მეოთხე ტრავმა მიიღო. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ არცერთი დაზიანება სრულად განკურნებული არაა და აქედან გამომდინარე ამისთვის, დროა საჭირო.

ამასობაში კი, კოლუმბიის ნაკრების სამედიცინო შტაბი მომხდარით შეშფოთებულია, რადგან დიდი შანსია, რომ ფალკაოს კიდევ ერთი დაზიანების შემთხვევაში მუნდიალის გარეშე მოუწიოს დარჩენა. 2018 წელს, სამხრეთამერიკელმა სულ რაღაც 15 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. საგულისხმოა ისიც, რომ რადამელ ფალკაომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ტრავმის გამო უკვე გამოტოვა.

0.114379