ფეხბურთი

13:29 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო "მილანის" ფეხბურთელს კბილების ჩამტვრევით დაემუქრა

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ჰაჩიმ მასტურს ემუქრება. აპენინელი სპეციალსიტის განცხადებით, თუ 20 წლის იმედისმომცემი ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ვერ გაამართლებს, კბილებს ჩაუმტვრევს.

“მე უკვე ვუთხარი მას, რომ თუ ფეხბურთის თამაშის ნაცვლად უფრო პოპულარული ვიდეოებით გახდება, კბილებს დავუმტვრევ. ის არაა 50 წლის, რომ ჩამოვწეროთ, მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი აქვს”, - განაცხადა გატუზომ.

ჰაჩიმ მასტური ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად მიიჩნეოდა. თუმცა, ჯერჯერობით გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. განვილი ორი წელი მან იჯარით “მალაგასა” და “ცვოლეში” გაატარა, ხოლო “მილანს” გასულ ზაფხულს დაუბრუნდა და პრიმავერაში (ახალგაზრდული გუნდი) თამაშობს.

0.110699