ფეხბურთი

10:30 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

აპრილის საუკეთესო - საბა ლობჟანიძე

აპრილის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, დანიური „რანდერსის“ ნახევარმცველმა ხმების უმეტესობა მიიღო და ჩვენს გამოკითხვაში პირველად გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 459 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ლობჟანიძემ გამოკითხულთა ხმების ნახევარი მიიღო - 51.0%. საბამ საკმაოდ დამაჯერებლად აჯობა გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც 23.7%-ით მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი ქვილითაია კი მესამე პოზიციას დასჯერდა - 19.0%.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ხოჭოლავა - 2.6%

ლუკა ზარანდია - 2.4%

ნიკა კაჭარავა - 1.3%

აქვე, საბა ლობჟანიძის შესახებ აპრილში:

დანიის სუპერლიგაში ლობჟანიძეს საუკეთესო ერთი თვე ჰქონდა: 6 მატჩი 6 გოლი! ერთი ჰეთ-თრიქი (“სონდერისკესთან”), ერთი დუბლი (“ლიუნგბიუსთან”) და ამავე გუნდთან კიდევ ერთი გოლი. მოკლედ, საბამ ისეთი აპრილი მოიწყო, სამომავლოდ დიდი იმედი რომ ჩასახა. ლობჟანიძე სუპერლიგის ტურის სიმბოლურში ორჯერ მოხვდა. ბოლო ტურში ჩვენებურმა ტრავმა მიიღო, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული დაზიანება არაა.

აღნიშნული გამოკითხვა ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი ივნისის დასაწყისში გამოავლენს.

0.144595