ფეხბურთი

3:15 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პელეს ისტორია: კარიერის დასრულებიდან ევროპა ლიგის ფინალამდე

მარსელის “ოლიმპიკის” მეკარე იოან პელე დღეს გმირია. 35 წლის ვეტერანი კიპერის სეივებმა “ზაცბურგთან” მატჩში ზღვისპირელები ევროპა ლიგის ფინალში 14-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა.

არადა, აქამდე მას ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია. “მარსელის” ძირითადი მეკარე სიტვ მანდანდაა, რომელიც მარტიდან მოყოლებული ლაზარეთშია და პელემ ჩაანაცვლა. თავიდან ვეტერანი ფრანგი ბევრ შეცდომას უშვებდა და ფანებისგან არაერთხელ მოუწია სტვენისა და კრიტიკის მოსმენა. თუმცა, ავსტრიულმა საღამომ ყველაფერი შეცვალა.

საინტერესოა, რომ პელეს საფეხბურთო კარიერა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. 2010 წელს, როდესაც “ტულუზას” კარს იცავდა, კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოს იყო. იოანს ფილტვის პრობლემა ჰქონდა და ფეხბურთის თამაში მისთვის აიკრძლა. თუმცა, მიუხედავად სიძნელეებისა, საყვარელი საქმიანობა მაინც განაგრძო. აღნიშნული მიზეზით 2009-2012 წლებში ფრანგმა ოდენ 18 მატჩი ჩაატარა. შემდეგ კი იყო ორწლიანი პაუზა და აქტიურ ფეხბურთს 2014 წელს “სოშოში” დაუბრუნდა.

დღეს კი, ის გმირია. “ოლიმპიკის” თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედი. პელე და მისი გუნდი ევროპული ტიტულისკენ მიიწევენ და გზად ერთადერთი წინაღობა აქვთ დარჩენილი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11313