ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა გახდა. "როხიბლანკოსის" ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმების 83% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა "ზალცბურგის" ნახევარმცველმა ამადუ აიდარამ კი - 17%.
კოშტამ ლონდონის "არსენალთან" მოგებულ (1:0) ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ერთადერთი გოლი ანტუან გრიზმანის გადაცემის შედეგად პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა და მისი გუნდი ფინალში გავიდა. გადამწყვეტი მატჩი "ატლეტიკოს" და "მარსელს" შორის 16 მაისს, ლიონში გაიმართება.