საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა უმრავლესობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებს და დარბაზში შესვლასა და ტურნირებზე ჭიდაობას არ აპირებს, ვიდრე დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. ფედერაციის აღმასკომის წევრები სპორტსმენებისგან განსხვავებით, მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ და სიტუაციაში გარკვევას გეგმავენ. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის საკითხი კი უკვე საბოლოოდ გაირკვა - ირაკლი ცირეკიძის გუნდის ევროჩავარდნა აღმასკომმაც მკაცრად შეაფასა და მათ გადაყენებას მხარი დაუჭირა.
სპორტსმენების განცხადებას ერთ საათში აღმასკომის სხდომა მოჰყვა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ძიუდოს აკადემიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ჟურნალისტებს მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ გვითხრეს, რომ სასტუმრო "გოლდენ პალასში” უნდა გადაგვენაცვლა. სხდომა დახურულ კარს მიღმა, სამი საათი გაგრძელდა. შემდეგ კი...
აღმასკომის წევრთაგან კომენტარი მხოლოდ შოთა ხაბარელმა გააკეთა:
- უნდა გადადგეს თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი?
- ვფიქრობ, ამაზე ფიქრია საჭირო. უნდა შევისწავლოთ სიტუაცია. შევხვდეთ ძიუდოისტებს, მოვისმინოთ მათი არგუმენტები. ვიმსჯელოთ და გამოვიტანოთ დასკვნა. გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს.
დავით ქევხიშვილი: "ამ ეტაპზე გადადგომაზე საერთოდ არ ვფიქრობ”
- თანამდებობას გამოკიდებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების გამო ასეთი ნაბიჯის გადადგმა წარმოუდგენელია. ჩემი მხრიდან მათთან მიმართებაში პატარა პრობლემაც კი არასოდეს შექმნილა.
- თქვენს მიმართ ერთი ბრალდება ისაა, რომ სამეგობრო დაასაქმეთ სამწვრთნელო შტაბში...
- ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. მას ეხმარებოდნენ გია გუგავა და გიორგი ბაინდურაშვილი, რომლებიც უკვე 5 წელია ნაკრებში არიან და გურამ მოდებაძე, რომელზეც ფაქტობრივად დგას თანამედროვე ქართული ძიუდო. მაინტერესებს, სად ხედავთ ნეპოტიზმს.
- თქვენ განაცხადეთ რომ მწვრთნელებს ესაუბრეთ და ამის შემდეგ გადადგნენ. გიორგი ბაინდურაშვილმა კი ეს უარყო. მან განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ შემთხვევით გაიგო.
- მე ვნიშნავ და ვათავისუფლებ მთავარ მწვრთნელს. ხოლო მთავარი მწვრთნელი ნიშნავს და ათავისუფლებს თავის თანაშემწეებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას კატეგორიულად აღარ ვაპირებთ. ხვალ ნაკრების ორი წევრი ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში მიემგზავრებიან შეკრებაზე და როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, მათ მწვრთნელად მინდია ბოდაველი გაჰყვებათ. ასევე ევროპის ჩემპიონატამდე იყო დაგეგმილი სამხრეთ კორეის შეკრებაც და მასზე გურამ მოდებაძე ჩაიყვანს სპორტსმენებს. ასე რომ, მოსამზადებელი პროცესი წინასწარვე დაგეგმილია და შესაბამისად, გვაქვს დრო, რათა ვიფიქროთ, როგორ გადავწყვიტოთ ნაკრების მწვრთნელის საკითხი.
- თუმცა ძიუდოისტთა ნაწილი აცხადებს რომ არ აპირებენ ვარჯიშს, სანამ თქვენ არ გადადგებით.
- ეს ძალიან სათუთი თემაა და ვწუხვარ, რომ საკითხები, რომლებზეც შიგნით - ძიუდოს ოჯახში უნდა ვიმსჯელოთ, საჯაროდ გამოაქვთ. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ რეალურად უკმაყოფილების საფუძველი არ აქვთ. თუ რამე არ მოსწონდათ, პირველ ყოვლისა ჩემთვის უნდა ეთქვათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ერთი საკითხი არ შეეფერება სიმართლეს, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებენ.
- აპირებთ თუ არა თანამდებობის დატოვებას?
- ამ ეტაპზე გადადგომაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ერთადერთი სურვილი მაქვს, საზოგადოებას დავანახო სიმართლე.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ პროცესი მართულია?
- ბუნებრივია. ისე არაფერი ხდება. არ მაინტერესებს, ვის ინტერესებში შედის. ასე რომ დავაკონკრეტო, მაშინ იმ ადამიანებს უნდა დავემსგავსო, რომლებიც შიდა სამზარეულოს ამბებს სააშკარაოზე გამოფენენ.
- როგორ დაკომპლექტდება ნაკრები სამწვრთნელო შტაბის და მით უმეტეს, ნაკრების გამოცდილი წევრების გარეშე?
- ვფიქრობ, კიდევ არსებობს დიალოგის გზა. სამწვრთნელო შტაბს რაც შეეხება, ამაზე ფედერაციის აღმასკომთან და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელებთ და ერთი თვის ვადაში მივიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.
P.S. ქართულ ძიუდოში თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, მორიგი ხმაურიანი შიდა დაპირისპირება დაიწყო. გამოსავალი ჯერ ჯერობით არ ჩანს. წინ სავარაუდოდ კიდევ არაერთი კრიტიკული განცხადება და საქმიანი შეხვედრა გველის. 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე – მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი ოთხნახევარი თვე რჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ რაიმე პრობლემაა ფედერაციაში ეს უნდა მოაგვაროს ფედერაციის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, ისინი არიან ავ-კარგზე პასუხის მგებელი,თუ ვერ ძლევ პრობლემას მაშინ დაიხურე ქუდი და წადი,არაფერია,სხვა მოვა და ის შეეცდება. რაც მოხდა ეს რიგითი პრობლემა არაა,ძალიან სერიოზული რამ არის, ამიტომ ქევხიშვილსაც და სხვა ძიუდოს ავტორიტეტებს თუ გავლენიან პირებს მართებთ ერის წინაშე იყვნენ პირნათელი,ეხლაც და ყოველთვის.ძიუდო საქართველოში რიგითი სპორტი არ არის საბედნიეროდ. მანდ საეჭვო ფაცი-ფუცი არავის არ უნდა გადიოდეს
ქევხიშვილო შენი ნაკვები ბიჭები შემოგიბრუნდნენ რომ ატენიდი სულ მაგათ დაგიფასეს ხო ხედავ
თუ გადადგა ქევხიშვილი ისევ ეს ლიპოს ბანდა გააგრძელებს ფედერაციის ფულით კვებას და მსოფლიოზეც იგივე სასტავი წავა
ეს სამეული კორეა იაპოონიის გარდა ზბორს ზბორს არ ეძახიან და და მაგათ გარდა იქ სხვა რომ ვერ დადის ისინი არ არიან ნაკრების წევრები
ძაიან ცუდი რამ ხდება ძიუდოში. ყველანი ტყუიან ძიუდოისტებიც და პრეზიდენტიც მწვრთნელებიანად. ჩვენთვის ყველა ისინი სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდნენ ყოველთვის. ახლა რა ვქნათ ჩვენ? ძალიან ტყუიახართ ყველანი, რომ ჩვენს გარეშე ვერ დაილაპარაკეთ.
ამ ძიუდოისტებს კი ეშველებათ, ბოლო-ბოლო წავლენ ბიზინეთიდან და უკეთეს ქვეყნებში მოეწყობიან და მათი კარიერაც უკეთესად განვითარდება ,მაგრამ თქვენ რა გეშველებათ თქვე თავცარიელებო, რას წერთ , რას ბოდავთ ე.ი. იქიფონ და ისე გადაწყვიტონ ყველაფერი არაა!? და არ ჯობია ქურდს გაარჩევიონ მტყუანი და მართალი??? ფეე
მთვრალია .. ....... ! ! !
ვის არის თავცარიელი?
ხუთ საათზე ბრიფინგი აქვს ქევხიშვილს და ალბათ გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. თხოვნა მაქვს მასთან ნუ გააკეთებს ამ განცხადებას სანამ ვრცელ განმარტებას არ გააკეთებს ბრალდებებზე და არ გაგვარკვევს გულშემატკივარს რეალურ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით რეფორმატორი და კარგი მენეჯერი ეწირება ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი, ოქრუაშვილის კლანს და მათ უკან მდგარ ყოფილ სპორცმენებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ სპორცმენებს.
დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ კლანის წევრებს მედლების მაგივრათ ბევრი ხაშლამა, დუდუკი, ქალემი და ახალი ჯიპები ეყოლებათ ! ! !
შენ დაუკარ, ტაში, ტაში, ტაში ! ! !
რა ხდება მაინც ვერ გავიგე ერთი იმას იძზხის მეორე ამას, დაჯექით და დაილაპარაკეთ კაცურად რა, მაგრად მწყდება გული ასეთი გაუგებრიბებით.
მიეხმარე ბატონ დავითს
როგორ მიმართავდი..სულ მეცინებოდა შენ პოსტერზე
რამდენი წლის ხარ ისე
რად გინდა ეგ ცინიზმი. აქ ვინც წერს ყველას სიკეთე გვინდა ჩვენი ძიუდოსთვის
+1
ბატონ დავითს არავისი დახმარება არ ჭირდება
რამე ხომ არ გეშლბა,
ახლა გინდა შენ დახმარება ბიძიDDDDDD
მე არა მარა, შენ კი მართლა დაგჭირდება შველა
დახმარება
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ევროპაზე დაფიქსირებული შედეგიც (თუ უშედეგობა) შეთქმულების ნაწილი იყო.
დაუშვათ წავიდა ქევხიშვილი, ვინ უნდა დაინიშნოს? აი მანდ გამოჩნდება ბევრი რამე
მაგარი ცუდი სიტუაციაა, თუ არ გადადგა ნაკრები მაინდამაინც არ დასუსტდება რადგან გაფიცულთაგან მე როგორც დავინახე მარტო ლიპოა თავის წონაში პირველი ნომერი მაგრამ ზოგადად დაძაბული სიტუაცია არევს ნაკრებს და დაასუსტებს, მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა რომ თუ გადადგა ესეც ცუდ გავლენას იქონიებს რადგან 1 წლის მერე ახხალი პრეზიდენტის გადადგომასაც მოითხოვს ვინმე
მე პირადად ძალიან მიყვარს ლიპო ჭრიკი და სხვა გაფიცულები, მაგრამ ასევე ქევხიშვილი და ის ძიუდოისტები რომლებიც არ გაიფიცნენ, ასე რომ ჯობია ქევხიშვილს გადადგომა კი არა კონკრეტულად რა არ მოსწონდათ ის უთხრან და ამის გამოსწორება მოსთხოვონ
თორემ კაცი იძახის ვერ გავიგე რას აპროტესტებენ თუ რამე არ მოსწონდათ ეთქვათ და დავილაპარაკებდითო, ახლა გაიფიცნენ და მე პირადად მაინც ვერ გავიგე რა არ მოსწონდათ
ძალიან ულამაზოა ზოგადად კაცების საქმეში ცოლები რომ ერევიან. ჭრიკიშვილის ცოლს ვეღარ აჩერებენ - "ფურთხის ღირსი ხარ საქართველო" "უმადური ერი" და მისთანები გოგომ არ უნდა აკადროს გულშემატკივარს, თუნდაც უსამართლოდ წერდეს რამეს. ჭრიკი კაცია და თავად გასცემს პასუხს
100%
გეთანხმები
რომ ამბობთ - თუ ქევხიშვილი არ გადადგება (ისე აირია სიტუაცია , ჩემი აზრით აუცილებლად უნდა გადადგეს) აღარ ვივარჯიშებთ და ნაკრებშიც აღარ გამოვალთო. თქვენ მანდ ქევხიშვილისთვის ჭიდაობდით თუ ქართველი ხალხისთვის, ვის ჯიბიდანაც ფინანსდდება ძიუდოს ფედერაცია? აი რით განსხვავდებიან რაგბისტები ძიუდოისტებისგან. რაგბის სამყაროშიც იყო დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის დროს, მაგრამ არცერთ რაგბისტს არ უთქვამს აღარ ვივარჯიშებ და ნაკრებში აღარ გამოვალ თუ ჩემებურად არ იქნებაო !
უზნაძის დროს იყო ო შედეგები ეხლა აღარ გვაქვსო ამას ამბობენ სპორცმენები და ორივე შემთხვევაში ქევხიშვილი იყო ფედერაციის პრეზიდენტი. ე. ი ძირითადი პრობლემა მაინც მწვრთნელი ყოფილა.
და კიდევ ერთიც და დავამთავრებ: ზოგიერთები რომ ამბობთ: ქევხიშვილის რეფორმები მოგვწონს, მაგრამ მართალიც რომ იყოს, მაინც უნდა გადადგესო. თქვე ოჯახაშენებულებო, თუ მართალი არის და რეფორმებიც მოგწონთ, მაშინ რატომ უნდა გადადგეს? დიდი ალბათობით ხომ ახალი პრეზიდენტი იმის შიშით მეც არ ამიჯანყდნენო, ამათ ჭკუაზე ივლის და იმ რეფორმებს და ბავშვთა ძიუდოს ისევე დაივიწყებს, როგორც ქევხიშვილამდე იყო დავიწყებული? და ბავშვთა ძიუდოს და მომავალ თაობებს თუ არ ექნება ხელშეწყობა, ლიპარტელიანის და ჭრიკიშვილის შემდეგ ძველ ვიდეოებს ვუყუროთ და იმით დავიმშვიდოთ თავი? როგორც ჯარჯი და რამდენიმე წავიდა ადრე უცხოეთში, იმის გამო რომ აქ ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ, ისე წავლენ ახალგაზრდა, პერსპექტიული ძიუდოისტები. მერე მათაც ვეძახოთ: არაქართველები და მორალატეები და ვუყუროთ ისევ საარქივო მასალას, როგორ გახდა ოდესღაც ჭრიკიშვილი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი და როგორ ხდებოდა ლიპარტელიანი პრიზიორი.
პატარა ბავშვს ჰკითხეს: რატომ ტირიო? გამიდის და ვტირიო. ასეა ზუსტად ამ შემთხვევაშიც.
იმას რომ ამბობენ: ახალგაზრდულ ნაკრებს რატომ ახარჯავს ფულსო. აბა არ უნდა დაახარჯოს და ყველაფერი ამათ უნდა შეატენონ ბოლომდე?
P.S. რაც დავწერე შავდათუაშვილს და შეიძლება ერთი ორს არ ეხება. დანარჩენებს მეტნაკლებად ყველას ჩემი აზრით. შავდათუაშვილი შეიძლება ყველაზე პროფესიონალი ქართველი სპორტსმენი იყოს ფაჩულიასთან ერთად, მიუხედავად მისი ტიტულებისა
თუ ასე კატასტროფულად იყო საქმე, შეჯიბრზე არ წასულიყვნენ და ეთქვათ მანამდე. სპორტული ფედერაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს ძიუდოს და ამათმაც რომ იშოვეს ფული, ვარჯიში დაიკიდეს და მაგარი მანქანებით მარიაჟობენ. ზოგიერთი ლოთობს და სიგარეტს ეწევა. რა ქევხიშვილი უკიდებს ნაპასს? ქევხიშვილს საერთოდ არ ვიცავ, უბრალოდ ასეთი არასწორი საქციელი არ მომწონს. ცუდ მოცეკვავეს კვერცხები უშლის ხელსო, ასეა ამათი საქმე. ზებედას რომ ჰქონდა ფეისბუქში ლაივი ჩართული ვარჯიშიდან, ვინც უყურა, მშვენიერი სავარჯიშო პირობები ჰქონდათ. ფიზმომზადებაში კორეეელი ჰყავდათ ჩამოყვანილი, მაგრამ თვითონ თუ არ მოინდომეს, ის უცხოელი ვერ ივარჯიშებდა ამათ მაგივრად. ძალიან არიან გადიდგულებულები და უნდათ ფედერაცია და იმდენი დაფინანსება თავიანთი შეხედულებით განაგონ. მასტერსზე რომ აიღეს სამი ოქრო, მაშინ კარგი იყო ქევხიშვილის პირობები და მის მერე დარბაზები დაინგრა თუ ამ სიცხეში გაიყინნენ?
საზიზღრად იჭიდავეს და იმის მაგივრად რომ შემდეგი შეჯიბრებებისთვის უფრო თავგამოდებით ივარჯიშონ, გაფიცვას აწყობენ. ახლა თუ გადადგა ქევხიშვილი, მაშინ გამოდის რომ რამდენჯერაც მოუნდება 3-4 ტიტულოვან სპორტსმენს, იმდენჯერ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტი. მერე ზოგიერთს შეიძლება ის არ მოეწონოს, რომ ახალგაზრდამ აჯობოს და ისევ პრეზიდენტის გადაყენება მოითხოვოს. ბოლოს და ბოლოს ტროიკამ (ზვიადაური, ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი) მართოს ფედერაცია და მათ დანიშნონ აღმასრულებელი დირექტორი. მაგრამ ის თუ შავდათუაშვილის და ერთ ორ ჩემპიონს ან პრიზიორს არ მოეწონათ, მაშინ რა ვქნათ?
ჭრიკიშვილმა რომ ილეთების გაკეთება დაივიწყა და მსოფლიო ჩემპიონობის მერე ძველი ჭრიკიშვილისგან მარტო გვარი დარჩა, ესეც პრეზიდენტის ბრალია, თუ ერთი ორი ძიუდოისტის გარდა, 2 წუთის მერე ფეხზე რომ ვერ დგებიან, ესაა ქევხიშვილის ბრალი?
გუშინა რასაც უსმინე სპორტსმენებს-ქევხიშვილი უნდა გადადგეს-თან დაუყონებლივ..!!!
ამ ბიჭების გამოსვლით ჩანს რომ შიდა სამზარეულო ძალიან არეულია, რაც ქევხიშვულის ბრალია, ასევე თუ მწვრთნელების საქმეში ერევა, ეგეც შეცდომაა, მაგრამ როგორც ჩანს პლიუსებიც ჰქონია პრეზიდენტს. სამწუხაროდ მწირი ბიუჯეტის გამო სპორცმენები გრძნობენ რომ სათანადოდ ვერ არიან დაფასებული, იმასაც გრძნობენ კონკურენციის არ არსებობის გამო თითქმის ხელშეუხებლები არიან, ანუ ხედავენ რომ არ აქვთ დაფასება, მაგრამ იმასაც ხედავენ რომ გააჩნიათ ძალა, ამას დაემატა ქევხიშვილის "სისუსტეები", პლიუს ალბათ ზვიადაური აგულიანებს ბიჭებს, არიქა მოვიცილოთ ეს მავნე კაციო და გაჩნდა ხანძარი. ახლა გამოსავალი ერთია უნდა წავიდეს ქევხიშვილი, თუ არ წავიდა ზოგ ძიუდოისტს მოუწევს კარიერის დამთავრება, ან სულაც სხვა ქვეყანაში წავა ზოგი მაინც
.ქევხიშვილმა არ უნდა დათმოს პოზიცია ამ სპორცმენებმა თავის გასაკეთებელი გააკეთეს და უკვე რომ იგრძნეს რომ შეიძლებ ჩანაცვლება მოუწიოთ მაგიტომ ატეხეს ესეთი ამბავი თორე ამ სამეულს ახარჯავდა თითქმის მთელ ფინანსურ რესურსს ფედერაცია
როდესაც მთელი ნაკლები შენს წინააღმდეგაა რა ნამუსით უნდა იყო სათავეშიი არ ვიციი
საქმეც მაგაშია მთელი ნაკრები არ იყო მანდ/ სად იყვნენ ლაშა, მარგველა, ბექა, თუში, მატი, ჩხვიმიანი?
არ ვიცავ ქევხიშვილს პირიქით ამ სიტუაციამდე რომ მივიდა საქმე მისი ბრალიცაა მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა რატო უნდა ნდომოდა შედეგის არ დადება პირველ რიგში ხომ მას სთხოვენ. სუსტი მეჩვენება აგრეთვე ის ლოგიკა რომ რახან რამდენიმე სპორტსმენი გამოდის პრეტენზიით ამიტომ სიმართლე მათ მხარესაა ეგენი დიდი ხანია ერთად მოდიან ძმაკაცობენ ალბათ ნათესავობენ კიდევაც და ქართულ ვარიანტში ერთად დგანან არ შეიძლება სპორტსმენი პროტესტს მიმართავდეს თავის საქმის არ შესრულებით ამით ქვეყანას და გულშემატკივარს შეურაწყოფ არ გამოხვიდე საერთოდ და არ ზერელედ გამოხვიდე და ხალხს გული ატკინო.
სულ რაღაც ორი კინკილა მსოფლიო ჩემპიონი გვყავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ძალიან გული მწყდება რომ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ ჭრიკიშვილი და ცირეკიძე. ორივე მაგრამ მიყვარს არადა. ცირეკიძის 2008 წლის ოლიმპიადის ნახევარფინალი არ დამავიწყდება არასდროს. ასევე ჭრიკიშვილის მთელინ 2014 წელი
უდიდესი პატივისცემა ქართველ ძიუდოისტებს!!! მე არ მიყვარს კონკრეტული პოზიციის დაჭერა სანამ ზუსტი ინფორმაცია არ მექნება, მაგრამ რადგან მთელი ნაკრები ერთ აზრზეა ესეიგი სიმართლე მათ მხარესაა. ვერ წარმომიდგენია რომ ტყუილა ტეხდნენ ამხელა ამბავს ლიპო, ჩირიკა, ადამა და სხვები. იმედია სიმართლე გაიმარჯვებს
მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე თვეშია და თუ ასე გაგრძელდა დიდი ალბათობით მასაც ჩავაგდებთ, არადა უკვე საოლიმპიადო სალიცენზიო პერიოდი იწყება ჩინეთის გრან-პრიდან და ჩვენ მაგრა ვხვდებით ამ ყველაფერს...
ისიც ითქვა შევარდენი ქევხიშვილის არისო
ერთი რამე ვერ გამიგია, გასაგებია რომ პრობლემის გარეთ გამოტანისაგან აქამდე თავს იკავებდნენ, ისიც ფაქტია, რომ ოჯახში შიგნით ვერ მოაგვარეს. მაშინ თუ გადაწყვიტე და გამოგაქვს უნდა დეტალურად ილიაპარაკო და დაასაბუთო. ეხლა იმედზე იყვნენ გადაცემაში: ლიპო, ჭრიკი და ადამა, რაღაცეები კი თქვეს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მთავარზე არიან გაჩუმებულები რის გამოც არის ეს დაპირისპირება. არ ვიცი შიძლება ვცდები, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც უზნაძე მგონია, აი უზნაძისა და ქევხიშვილის დაპირისპირება რამ გამოიწვია ესაა გამოსარკვევი. ცირეკიძეზე ძალიან მწყდება გული. ჩვენი ერთერთი საამაყო სპორტსმენი ორმხრივ წნეხში მოყვა და მგონია რომ უსამართლოდ მოექცნენ ორივე მხრიდან
საპასუხო მხარეც უნდა ყოფილიყო და მისი აზრიც გაგვეგო ესენი რაში ადანაშაულებენ და იმას საპასუხო არგუმენტი რა აქვს. მეორე მხარეს უფლება აქვს რომ თავი დაიცვას
ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ სანამ პრობლემა დაიწყება ან იმწუთში პატარა პრობლემაა ყოველთვის გაჩუმებულები ვართ არიქა ეს მე არ მეხება ამას ვერ გავაკრიტიკებ იმიტომ რომ ეს "ჩემი მეგობარია", ეს "ჩემი მეგობრის ძმაკაცია ან ბიძაშვილია" და სულ იმას ვუცდით პრობლემა როდის მოაგვარებენ ან თავისით როდის მოგვარდება და სანამ დაიწყება ან მცირე პრობლემაა მაშინ მოგვარება უფრო ადვილია ვიდრე მერე როცა ერთი პრობლემა მეორეს ემატება. ზოგადად ქართველებს გვიყვარს სირაქლემას პოზაში ყოფნა. თუნდაც ქართული ფეხბურთი ავიღოთ ასე არაა?
გადაწყვეტილება ვინ უნდა მიიღოს? სპორტის სამინისტრო აღარ არსებობს. კულტურის მინისტრს კი სულ ცალ ფეხზე კიდია შენი ძიუდო, მხოლოდ მუსიკოსების ჩამოყვანით არის დაკავებული (მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება) რჩება მხოლოდ პარლამენტარი ძიუდოისტები და ოლიმპიური კომიტეტი
კულტურის მინისტრი ადრე სპორტსმენი იყო
მე პირადად ქევხიშვილის პროექტები ძალიან მომწონდა და მომწონს. ახალგაზრდების მომზადების, მწვრთნელთა მომზადების, ძიუდოს პოპულარიზაციის საბავშვო ბაღებში და სკოლებში შეტანის კუთხით, საკლუბო ჩემპინატი, ორ დონიანი პირველობა და ასე შემდეგ, მაგრამ დეტალურად არ ვიცნობ შიდა სამზარეულოს და ამიტომ დასკვნების გაკეთება მიჭირს. ქევხიშვილს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც იოლი ნამდვილად არ არის.
მეც ძალიან მომწონს ქევხიშვილის გატარებული რეფორმები, მაგრამ ბიჭებს ვუსმინე ობოლაძესთან და ამან ცოტა დამაფიქრა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მთავარი არ თქმულა მათგან და ამიტომ სულაც წასვლა რომ მოუწიოს ქევხიშვილს მან უნდა თქვას სიმართლე, რა ხდებოდა და რა ხდება შიდა სამზარეულოში. დაძაბულობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ ეხლა შეუძლებელია მხოლოდ შიდა სამზარეულოში "დალაგდეს" სიტუაცია. ერთხელ და სამუდამოდ ორივე მხარემ სახალხოდ უნდა თქვას სათქმელი და სამინისტრომ საზოგადოებრივი აზრის (აღარც მათ აქვთ უფლება ამ სიტუაციაში ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღონ გულშემატკივარის აზრის გათვალიწინების გარეშე) გათვალიწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
რეფორმებს ყოველთვის ახლავს მტკივნეული ნაბიჯი მაგრამ საჭირო იყოს. შეიძლება იმწუთში ხალხი ვერ ხვდებოდეს მაგრამ მომავალში ამან სიკეთე მოგვიტანოს
ნუ შიდა სამზარეულო ვინც არ ვიცით მარტო ვარაუდის დონეზე გვიწევს საუბარი. ემოციებმა არ უნდა გვმართოს და არც იმან აი ეს ტიტულოვანია აი ეს ისაა ეს ესაა. აქ მარტო ძიუდოზე არაა აქ ზოგადად ვამბობ
რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმას ვამბობ რომ ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს ერთბაშად ამდენი ძიუდოისტი დავკარგოთ, ეს მთლიანად ქართულ ძიუდოს დიდ ზიანს მოუტანს. მიუხედავად იმისა მართლები არიან თუ არა.
ცუდია კონკურენცია რომ არ არის და ზოგიერთ წონაში როგორც ცა და დედამიწა ისე არიან
და კიდევ ერთი რამ ქართველებს არასდროს არ გვიყვარს ცივ გონებაზე საქმის მოგვარება ყოველთვის ემოციებზე დაყრდნობით ვაკეთებთ საქმეს
საერთოდ ქართველებს არ გვიყვარს სიღრმისეული ჩარღმავება. ერთი იტყვის ასეო და ყველა აყვება ხოლმე. იქნებ ის ცდება ან ეს. საინტერესოა საქმის გარკვევა რატომ არ გვიყვარს?
ძნელია მტყუან-მართალის გარჩევა. სპორტსმენების საქციელიც შორიდან ლამაზად არ მოჩანს, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაუპირისპირდა ქევხიშვილს, ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე. ქევხიშვილი 100% მართალიც რომ იყოს, ამ სიტუაციაში უნდა გადადგეს, სხვა შემთხვევაში ქართული ძიუდო დიდ ზარალს განიცდის. ნეიტრალური ფიგურა უნდა აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტად, სხვა შემთხვევაში განხეთქილება უფრო გაღრმავდება.
ზოგადად სპორტსმენებს ჰგონიათ რომ ფედერაციის მართვას რა უნდა
მიდგომა არ არის სწორი, მაგაში ალბათ ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ბოიკოტი დაუშვებლად მიმაჩნია, თუნდაც მართალი იყო ერთბაშად ამდენი ძიუდოისტის მოკვეთა ძალიან დააზარალებს ძიუდოს და ამის დაშვება არ შეიძლება
აგერ ლიპომ თქვა პირველ არხზე როცა ვიყავითო თავი შევიკავეო და იმედი მქონდა ვცდილობდით საქმე მოგვეგვარებინაო თუ რაღაც ამდაგვარი თქვა
mst
ვერ დაგეთანხმები. ეს კაცი მართალი თუა რატომ უნდა წავიდეს?
judoge
კაი დაუშვათ ქევხიშვილი გადადგა ან გააყენეს მოვიდა სხვა ვთქვათ რომელიღაც ძიუდოისტს ერთ დღესაც არ მოეწონა ეს პრეზიდენტი ისიც გადავაყენოთ? ვიღაცას არ მოსწონს და ეგრევე გადავაყენოთ მერე სხვას არ მოეწონება და ისიც გადავაყენოთ და ასე გადაყენების წრეზე ვიაროთ
არეგონოს ვინმეს რომ ქევხიშვილის დამცველი ვიყო უბრალოდ არასწორი საქციელი მაღიზიანებს თუ გინდა 7 გზის ოლიმპიური ჩემპიონი იყოო
თუ კარგად არ იყო ნაკრებში საქმე პროტესტის ნიშნად არ წასულიყვნენ ევროპაზე და რომ წავიდოდნენ მეორე ან მესამე ნომრები და ასეთ შედეგს მიიღებდნენ მერე აემაღლებინათ ხმა, ეხლა წავიდნენ თელავივში ჩახუტებულები სელფები იღეს ქევხიშვილთან და რომ ჩაისვარეს და პრემიის გარეშე დარჩნენ ეხლა გაუნათდათ გონება თურმე ქევხიშვილის ბრალია სირცხვილია რა
კურტანიძე გაიხსენეთფურთხითა და პანჩურებით გააგდეს ფედერაციიდან,იმედია ქევხიშვილი კურტანიძეზე ჭQკვიანი აღმოცნდება და ჭყნარად,თავისით წავა
ძიუდოსტები არა სწორად მოიქცნენ,მაგრამ გადაფურთხებულს ვეღარ ალოკავენ ამიტომ თუ ქევხიშვილს უნდა რომ საგინებელი არ გახდეს უნდა წავიდეს რაც არუნდა მარ
ტალი იყოს,ყველა ვარიანტში მოუწევს წასვლა რადგან ამდენ პირველ ნომერს ნაკრებიდან არავინ გაუშვებს,აქამდე რომ საქმე მივიდა ქევხიშვილის მიუძღვის ყველაზე დიდი ბრალი ამიტომ უნდა წავიდეს თუ უნდა რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოს სახელი
რომ იტყვიან მზე და მთვარე ამოგვდიოდა ამ ბიჭებზე მაგრამ ეს საქციელი არ სრულიად უპასუხისმგებლო და ამაზრზენი ნურავის გონია რომ შეუცვლელი დაატოვებინეთ ნაკრები რას ქვია გავიფიცები და კიდე უფრო ამაზრზენია თი არ იჭიდავეს ხალხმა ლუკმა პური მოიკლო და დარბაზი გაავსო თან ქვეყნის გარეთ არავის გადაუსვათ თავზე ხელი ან ბოდიში მოიხადონ ან მოიკვეთონ ნაკრებიდან!
სწორი საქციელი არ არი სპორცმენების მხრიდან მაგრამ რას ვიზავთ უნდა ცოტა უნდა დაუთმონ. ლიპომაც იცის რომ საჭიროა. აკრებში