ფეხბურთი

18:54 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე "სიტის" დატოვებს

“მანჩესტერ სიტის” იაია ტურე დატოვებს. პეპ გვარდიოლას განცხადებით, 34 წლის ნახევარმცველი “ეტიჰად სთედიუმზე” ბოლო სეზონს ატარებს.

“ტურე მომავალ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი აღარ იქნება. “სიტის” წარმოუდგენელი რესურსები აქვს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან დავიწყეთ. იაია კი აქ პროქეტის დაწყების დღიდან იყო და ამისთვის მას დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ”, - განაცხადა გვარდიოლამ.

იაია ტურე “მანჩესტერ სიტის” რიგებში 2010 წლიდან თამაშობს. კოტ დივუარელი “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი პეპ გვარდიოლას მისვლის შემდგომ დაკარგა.

აფრიკელი ნახევარმცველი ზაფხულში ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

0.113016