უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” მეკარე კეილორ ნავასი დასახელდა. გამოკითხვაში კოსტა-რიკელმა კიპერმა ხმების 55% მოიგო და კვირის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა.
ნავასს ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა, “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე, რომელსაც ხმების 45% ერგო.
კეილორ ნავასმა “ბაიერნთან” გამორჩეული თამაში ჩაატარა და 8 სეივით საკუთარ გუნდს ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.