ფეხბურთი

16:55 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი "ინტერი" - "იუვეს" მატჩზე: "იტალიაში კომედია უყვართ"

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მილანის “ინტერთან” შეხვედრაზე და მეოთხე მსაჯ, პაოლო ტალიავენტოსთან გამართულ საუბარს შეეხო, რომელსაც აპენინეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ალეგრის განცხადებით, ამაში არაფერი უცნაური არ ყოფილა, უბრალოდ იტალიაში კომედიის გამართვა უყვართ.

“იუვენტუსს” 88 ქულა აქვს და ეს იმაზე მეტია, ვიდრე გასულ სეზონში ამ დროისთვის გვქონდა. თუმცა, “ნაპოლის” დამსახურებით, რომელმაც საოცარი სეზონი ჩაატარა, სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება. “ბოლონია” უნდა დავამარცხოთ და შემდეგ კოპა იტალიის ფინალისთვის მოვემზადოთ.

“ინტერთან” მატჩის შემდეგ ტალიავენტოსთან საუბარი? – იტალიაში უყვართ კომედია. ეს იყო ერთი გრძელი კვირა, რომელიც სავსე იყო კომედიით. სხვას ამ საკითხზე ვერაფერს ვიტყვი”, - აღნიშნა ალეგრიმ.

ტურინის “იუვენტუსი” სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “ნაპოლის” 4 ქულით უსწრებს. “ბებერი ქალბატონი” დამდეგ ტურში “ბოლონიას” 5 მაისს უმასპინძლებს.

0.119052