ფეხბურთი

16:10 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზეწოლა გაიზარდა: როდის იქნება ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ი?

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და განსაკუთრებით, ნახევარფინალში მსაჯების სერიოზულმა შეცდომებმა საფეხბურთო სამყაროს არღფოთება გამოიწვია. შესაბამისად, ვიდეორეფერის სისტემის გამოყენებაზე საუბარი კიდევ უფრო გამძაფრდა.

ჯერჯერობით უეფა ამ მხრივ შეუვალია და თავის ტურნირებში VAR-ის სისტემის გამოყენებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით, ჯერ ამისთვის ადრეა.

თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ზეწოლა გაზარდა და შესაძლოა, სულ მალე ჩემპიონთა და ევროპა ლიგაზე ვიდეორეფერი ვიხილოთ. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში უკვე სერიოზულად განიხილავენ ამ საკითხს. 2019-2020 წლების სეზონიდან კი, დიდი შანსია, რომ სწორედ VAR-ის ტექნოლოგია ჩაერთოს საქმეში.

შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერი უკვე მოქმედებს ფიფას ტურნირებში, ბუნდესლიგაში, სერია A-სა და ინგლისის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118155