“ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების ლიდერ მოჰამედ სალაჰს ორეული ჰყავს. აჰმედ ბაჰა სალაჰის არც ძმაა და არც ნათესავი, მაგრამ მათ შორის, საოცარი მსგავსებაა.
ერთი შეხედვით მათი გარჩევა ძალიან ჭირს და ტყუპებივით გვანან ერთმანეთს. საინტერესოა ისიც, რომ ბაჰაც ეგვიპტელია.
მომო სალაჰი თანამემამულე ორეულს შეხვდა და ფოტოებიც მრავლად გადაიღეს.