ფეხბურთი

15:17 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიუ რობერტსონის 6-წლიანი ისტორია: უფულობიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე

ინგლისური “ლივერპულის” მარცხენა მცველს, ენდრიუ რობერტსონს საოცარი ისტორია აქვს. 24 წლის ფეხბურთელი “წითლებს” გასულ ზაფხულს “ჰალ სიტიდან” შეუერთდა და იურგენ კლოპის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი უმალვე მოიპოვა.

თუმცა, რობერტსონს ადვილი ცხოვრების გზა არ გაუვლია. ჯერ კიდევ 6 წლის წინ ის სამსახურს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებდა, რომ ფული ჰქონოდა.

დიახ, 2012 წლის 19 აგვისტოს ენდრიუმ ტვიტერზე ასეთი პოსტი განათავსა:

“ამ ასაკში ფულის გარეშე ცხოვრება ნაგავია”, - წერდა მაშინ 18 წლის შოტლანდიელი.

არასრული 6 წლის შემდეგ იმავე ტვიტერზე რობერტსონმა ასეთი პოსტი გაავრცელა:

“რა განცდა! ჩემპიონთა ლიგის ფინალი!!! დღეს საღამოს ფანები შესანიშნავები იყვნენ”, - წერს სქოთი.

ასეა, ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და რაც მთავარია, მიზანდასახულობა და შრომა ფასდება. ისე, როგორც ენდრიუ რობერტსონის შემთხვევაში მოხდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116325