ფეხბურთი

13:55 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე 100 მილიონამდე ევრო გამოიმუშავა

იტალიური “რომასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული გამოდგა. “ჯალოროსი” ნახევარფინალში “ლივერპულთან” ორი მატჩის ჯამში 6:7 დამარცხდა და ლიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, თუმცა მათ 99.2 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლეს.

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით რომაელები უეფადან 81 მილიონ ევროს მიიღებენ, დარჩენილ 18.2 მილიონს კი ტელეტრანსილაციებიდან და გაყიდული ბილეთებიდან.

2012-2013 წლების სეზონის შემდგომ “რომა” გახდა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული თანხით აჯობა. “ბიანკონერი” მიმდინარე სეზონში 91.8 მილიონი ევროს დასჯერდა. 77.8 მილიონს ის უეფასგან მიიღებს, 14 მილიონს კი ტელეტრანსილაციებიდან და გაყიდული ბილთებიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115269