თამაშგარე

10:59 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოში სიძვის დიაცნი გაძვიდნენ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში გამართული და აწუკვე დასრულებული ფორმულა ერთის გრან-პრი მოლოდინისამებრ ყოველგვარი ექსცესების გარეშე დასრულდა, ღონისძიების სტუმარი მამაკაცები თურმე მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. ამის მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები, სპეც-მომსახურების ქალთა სიძვირე გახლდათ.

აზერბაიჯანში როგორც იცით რელიგიური შეზღუდვების გამო ადგილობრივ სიძვის დიაცთა მომსახურება გართულებულია და ამ ბაზარზე სლავი ასულები დომინირებენ. მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპის დარღვევის გამო ბაქოში სიძვის დიაცთა მომსახურება ისე გაძვირდა, რომ ახურუშებული ევროპელი მამრნი სურვილსა და ნდომას ალკოჰოლში იხრჩობდნენ.

სამაგიეროდ, როგორც გითხარით ფრთები გაშალეს სლავმა ასულებმა და ისეთ ფასებზე გავიდნენ, ჯერ მათ მოდგმას რომ არ ახსოვს. სამწუხაროა ეს ამბავი ლეგენდარულმა გლდანელმა როენამ არ იცოდა, თორემ ხომ დარაზმავდა თავის “უძლეველ ლეგიონებს“ აზერბაიჯანისაკენ?! აფსუს!

0.133126