თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, მადრიდის “ატლეტიკოს“ არგენტინელის მესაჭის, დიეგო პაბლო სიმეონეს შესახებ საფეხბურთო კუთხით ფაქტობრივად ყველაფერი ვიცით, თუმცა ბევრმა ალბათ არ იცის, თუ ვინაა დიეგო პაბლოს ცოლი, რომელსაც სხვათა შორის არგენტინელი მწვრთნელი მუდმივად აქებს და სიყვარულს ეფიცება.
დიეგო სიმეონეს ცოლი გახლავთ იტალიური ფესვების მქონე არგენტინელი ყოფილი მოდელი, კაროლინა ბალდინი, რომელიც სანამ სიმეონეზე დაქორწინდებოდა, არგენტინელ (მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთელს) ორი წლის მანძილზე ხვდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგღა შედგა წყვილის ოფიციალური ქორწინება.
უკვე გითხარით, რომ სიმეონე თავის ცოლს მუდმივად აქებს, რადგან როგორც “ვერცხლისქვეყნელი“ მწვრთნელი ამბობს, მეუღლე ყველანაირად უწყობს ხელს და მისი წარმარტების ერთ-ერთი გასაღებიც ცოლის გვერდით დგომა და მხარდაჭერაა. ცოლისგან მხარდაჭერილი დიეგო პაბლო მერე რასაც სჩადის - გუშინ მადრიდის “ატლეტიკოს“ ევროპის ლიგის ფინალში გასვლითაც დადასტურდა...