ფეხბურთი

22:58 | 3.05.2018 | ნანახია 1134 - ჯერ

პსჟ მზადაა ერიქსენში 100 მილიონი გადაიხადოს

დანიის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა კარიერა "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელოს. როგორც Daily Express-ი იუწყება, პსჟ-ს ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას აპირებს და მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

ჯერჯერობით უცნობია ინგლისური კლუბის პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერზე. ერიკსენი "მამლებმა" 2013 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" დაიმატეს. მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:18 | 04.05.2018
ani-barca (328)

მხოლოდ ბარსაში თუ გადავა

07:26 | 04.05.2018
Lion of the sun (135)

ესეთი ჩობანა გუნდი თუ მენახოს სადმე და ამაზე ჩობანა ფეხბურთელსაც ვერ ვნახავ მანდ თუ გადავიდა, ისეთივე სამში გრძელ გუნდად დარჩება რაც იყო, რატო ყიდულობენ ამ ქინძი გუნდებს ეს შეიხები ვინმეს მაინც კითხონ, იყიდე მარსელი, ვალენსია, ლაციო, პარმა იყიდონ ბოლო ბოლო

0.131936