მადრიდის "რეალმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში (ჩემპიონთა ლიგა/თასი) ფინალი ბოლოს 37 წლის წინ წააგო. 1980-1981 წლების სეზონში მადრიდული გრანდი ინგლისურმა "ლივერპულმა" დაამარცხა. ბედის ირონიით, "სამეფო კლუბი" ფინალში ახლაც "წითლებთან" მოსინჯავს ძალებს.
რა მოხდება 26 მაისს, კიევში, ამას რა თქმა უნდა, ჯერ ვერ გავიგებთ, მაგრამ მანამდე გავიხსენოთ ამ ორი დიდი გუნდის ურთიერთშეხვედრათა ისტორია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.
თამაში – 5
“რეალის” გამარჯვება – 2 (4 გოლი)
“ლივერპულის” გამარჯვება – 3 (6 გოლი)
2014-2015 წლების სეზონი, ჯგუფური ეტაპი
“ლივერპული” – “რეალი” 0:3 (რონალდუ 23, ბენზემა 30, ბენზემა 41)
“რეალი” – “ლივერპული” 1:0 (ბენზემა 27)
ბოლო დაპირისპირება 2014-2015 წლების სეზონით თარიღდება. მაშინ კარლო ანჩელოტის “რეალმა” ბრენდან როჯერსის “ლივერპულს” შანსი არ დაუტოვა. ორივე შეხვედრა მადრიდელებმა მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, გამარჯვება “ენფილდ როუდზე” – 3:0. “სამეფო კლუბმა” “წითლები” ისტორიაში პირველად სწორედ სამი წლის წინანდელ სეზონში დაამარცხა.
2008-2009 წლების სეზონი, მერვედფინალი
“რეალი” – “ლივერპული” 0:1 (ბენაიუნი 82)
“ლივერპული” – “რეალი” 4:0 (ტორესი 16, ჯერარდი 28, 47, დოსენა 88)
იქამდე კი იყო მერვედფინალური დუელი, რომელიც ინგლისელთა აბსოლუტური დომინაციით აღინიშნა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” იოსი ბენაიუნის გვიანი გოლით რაფაელ ბენიტესის გუნდმა მოიგო და იმთავითვე მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. “ენფილ როუდზე” კი “ბითლომანთა” უპირატესობა და მეტოქეზე მაღალი კლასი მაშინ უბრალოდ კიდევ უფრო გამოიკვეთა – 4:0.
1980-1981 წლების სეზონი, ფინალი
“ლივერპული” – “რეალი” 1:0 (კენედი 81)
26 მაისს ეს გუნდები ფინალში მეორედ დაუპირისპირდებიან. პირველად გადამწყვეტ შეხვედრაში მათი გზები შორეულ 198-1981 წლების სეზონში გადაიკვეთა. პარიზის “პარკ დე პრენსზე” გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ. ალან კენედიმ თამაშის მიწურულს ესპანელთა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლა და “ლივერპული” ევროპის ჩემპიონი გახდა.
კიევთან კავშირი
“რეალი” – 4 თამაში, 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, 6 გატანილი, 7 გაშვებული გოლი
მადრიდის “რეალს” უკრაინის დედაქალაში აქამდე ოთხჯერ უთამაშია. ბოლო ორი თამაში “სამეფო კლუბისთვის” ერთნაირად დასრულდა – 2:2. 2004 (“ბლანკოსის” თავკაცი ზინედინ ზიდანი მოედანზე იყო) და 2006 წლებში. 1998-1999 წლების სეზონში “დინამოსთან” მადრიდელები 0:2 დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ “რეალმა” 2:1 მოიგო ფერნანდო მოერიენტესისა და რაულის გოლებით.
“ლივერპული” – 2 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება, 3 გატანილი, 2 გაშვებული გოლი
2001-2002 წლების სეზონში ჟერარ ულიეს “ლივერპულმა” “დინამო” მისსავე მოედანზე დენი მერფისა და სტივენ ჯერარდის გოლებით დაამარცხა (2:1). 2006-2007 წლების სეზონში კი, ჰაიფას “მაკაბიმ” “ლივერპულს” კიევში უმასპინძლა და მაში გუნდებმა გოლები გაცვალეს. “წითლებიდან” პეტერ კრაუჩმა გაიტანა.
კლოპი VS “რეალი”
ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში არც “ლივერპულისა” და არც იურგენ კლოპის წინააღმდეგ არ მოუწია დაპირისპირება, მაგრამ გერმანელისთვის “რეალი” უცხო არაა (6 თამაში, 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 10:9 ბურთების ბალანსი).
კლოპის “დორტმუნდმა” “რეალი” 2012-2013 წლების სეზონში ნახევარფინალში დაამარცხა (4:1, 0:2). თუმცა, იქამდე ჯგუფურ ეტაპზეც იყო ორი შეხვედრა. “დორტმუნდმა” შინ 2:1 მოიგო, ხოლო მადრიდში ფრე დაფიქსირდა – 2:2.
2013-2014 წლების სეზონში უკვე “რეალი” გამოვიდა გამარჯვებული. მეოთხედფინალური დუელი “სამეფო კლუბმა” ორი მატჩი ჯამში 3:2 მოიგო (3:0, 0:2).
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ "ლივერპული" - "რეალის" დაპირისპირებებში გატანილი ყველა გოლი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლოპ იძიე შური და გაუკეთე ამ უღირსთა "გალაქტიკო"-ს ღირსეული ლივერპულით კონტროლკა !
გვარდიოლას ნაცვლად რომ მოსულიყო ბავარიაში 4 დან 3 ჯერ მოიგებდა ლიგას, უღირსთა "გალაქტიკო" დარჩებოდა ნოლზე !
ლივერპული არის გუნდი, რომელსაც ჰყავს იდეალური თავდასხმა, და საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის ნახევარდაცვა, დაცვა და მეკარე. რეალი კიდე ჩემი აზრით გაცილებით დაბალანსებული გუნდია ყველა ასპექტში. მთავარია ზიდანმა 4-4-2 არ დააყენოს ოღონდ
უეჭველი ლივერპული იგებს
ამ ლივერპულს მინიმუმ 5 გოლი როგორ ვერ უნდა გაუტანოს თავმოყვარე გრანდმა არ ვიცი. ნუ მართალია რეალის დაცვაც ცუდ დღეშია მსოფლიოს საუკეთესო მცველის (პეპეს) წასვლის შემდეგ, მაგრამ არამგონია 3ზე მეტი გოლი გაუშვან. ჩემი პროგნოზი: 5-3
მსოფლიოს საუკეთესო მცველი?

უნდა მოიგოს ლივერმა, ტუტანხამონის მოდგამ უნდა გაარღვიოს რეალის მოჯადოებული წრე.დდ
ტუტანჰამონის მოდგმა რომელია?
სალაჰ, როგორც ეგვიპტელი.DD მერე ჩასული თათრების მოდგმა იქნება, მარა მაინც.DD
სტივი ჯი ლეგენდა არ დამავიწყდება ეგ მატჩი ყველა მომენტი მახსოვს
ლივეპული +
რ შემიჭამა
რეალმა უნდა მოიგოს ფინალი, ლივერპულთან და კლოპთანაც ანგარიშია გასათანაბრებელიი
80-81 ფინალის მომგები ლივერპული მომდევნო წელს ჩვენმა დინამომ 3-0 გაანადგურა და ჩემპიონთა თასიდან გამოაგდო, ეს მაშინ მხოლოდ სახელოვანმა არგენტინელმა მწვრთნელმა მენოტი ივარაუდა პირველი თამაშის შემდეგ.
აფსუს რა დრო და რა გუნდი იყო. იმ დინამოს შემდეგ არ შემიძლია ჩემს თავს რომელიმე გუნდის ფანი უწოდო.
მომდევნო კი არა წინა წელს. სხვთა შორის მაგ წელს დინამო ლივერი სუპერფინალი უნდა ყოფილიყო მარა არ შედგა, ეჰ ვინ იცის იქნებ მარტო 13 მაისის იმედათ არ ვყოფილიყავით.დდ
ხოდა, რადგან რეალსაც მაგ წელს მოუგო, გამოდის: წელს რეალი ჩვენს მაგივრადაც იძიებს შურს