ამერიკული ლოს ანჯელეს “გალაქსის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ჩინეთში გადასვლა შეეძლო, მაგრამ უარი თქვა.
“ბევრი წინადადება მქონდა. ერთი ჩინეთიდან, სადაც 100 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ. მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ვიგრძენი, რომ ჩემი ადგილი იყო ლოს ანჯელესში და ჩემი გამოწვევა იყო ლოს ანჯელესში.”, - განაცხადა იბრამ.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ლოს ანჯელეს “გალაქსიში” გადავიდა.