ფეხბურთი

12:15 | 3.05.2018 | ნანახია NaN - ჯერ

მონჩი: "დროა იტალიურმა ფეხბურთმა ხმას აუწიოს"

იტალიური “რომას” სპორტული დირექტორი მონჩი “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ მსაჯებს აკრიტიკებს. ესპანელის განცხადებით, დროა იტალიელებმა უეფასთან ხმას აუწიონ.

“ვულოცავ “ლივერპულს” ფინალში გასვლას, მაგრამ დროა იტალიურმა ფეხბურთმა ხმას აუწიოს. რაც ხდება, ეს ნორმალური არაა. მსაჯების შეცდომების გარეშე ბევრი რამ შეიცვლებოდა. ჩვენ ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავუშვით და ორი საოცარი თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნეს. აქედან, ერთი წითელი ბარათიც.

ვიმეორებ, ლივერპულში მესამე გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობა იყო. მე ესპანელი ვარ,მაგრამ ვფიქრობ, იტალიურმა ფეხბურთმა ხმას უნდა აუწიოს. ვერ ვიგებ, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში ვიდეორეფერის სისტემა რატომ არაა.

ბიჭები გასახდელში ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. ჩვენ გიჟური მეორე ტაიმი ჩავატარეთ. იმედია, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ი იქნება. ახლა ასე რომ ყოფილიყო, ფინალში "ბაიერნი" - "რომა" ითამაშებდნენ და ეს სამართლიანიც იქნებოდა. ფაქტია, ვიდეორეფერი ფეხბურთს სჭირდება”, - აღნიშნა მონჩიმ.

შეგახსენებთ, “ლივერპულმა” “რომა” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (7:6) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 11-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

თეგებიმონჩირომა

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:43 | 17.09.2015
S.A.F. (2852)

რა შეცდა თქვენ იყიდეთ 16 წლის? უბრალოდ ამან თავზე გაისხა და მაგიტომ გაასხმევნია ბაბუმ ტიპს ბექჰემი და ნილტელროი ყავს გაყრილი და რას გადაყევით ამ პოგმას რა მაგ ორზე დიდი ფეხბურთელია?

00:09 | 17.09.2015
Babajuju (2597)

ფერგიუსონი მაინც საუკეთესოა. იცოდა რაც იყო მაგრამ თავზე არ დაისვამდა და გაუშვა. ეს იყო და ეს.

20:17 | 16.09.2015
gerard888 (1536)

ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის თავის კარიერაში.

00:45 | 17.09.2015
S.A.F. (2852)

შეხდომა არ ქვია მაგას ფერგიმ ეს მაშინ იპოვა არც მე და დიდი ალბათობით არც შენ არ გსმენოდა არაფერი ამის შესახებ მაგრამ მერე ამას ამბიცია გაუჩნდა რაც არ აპატია ბაბუმ ეგ იყო დაეგ

22:14 | 16.09.2015
BEERTRANCE (97819)

უშეცდომო არავინაა

20:52 | 16.09.2015
BEERTRANCE (97819)

უშეცდომო არავინაა

19:30 | 16.09.2015
ficxela10 (4839)

deqstera_best_7 (560მატაში პოგბა?? არც მასე სულელია მაროტა ანიელი მაჰგას რომ დათანხმდეს მატას ასაკის პოგბა მსოფლიო კლასის ვარსკვლავი იქნება

19:39 | 16.09.2015
deqstera_best_7 (1964)

თან მატას ასაკამდე პოგბას მაინც ვერშეინარჩუნებს იუვე ჩემი აზრით და ისევ იუნაიტედში დაბრუნდეს..

19:38 | 16.09.2015
deqstera_best_7 (1964)

ფულსაც დავუმატებთ, მასეთი უნამუსოებიც არვართ და შეიძლება როხოც ჩავურთოთ თუ სურვილი გექნებათ))

იანგს უბრალოდ არვაკადრებთ

19:15 | 16.09.2015
deqstera_best_7 (1964)

შვაინშტაიგერი-პოგბა
იანუზაი-რუნი-დეპაი
მარტიალი

ზამენა: შნეიდერლინი, ერერა, ფერეირა

ძაან თუ გაჭირდა ფელაინი, ვალენსია, იანგიც შეიძლება))

19:12 | 16.09.2015
deqstera_best_7 (1964)

მატაში რო გავუცვალოთ არუნდათ?? მოვა ფეხბურთელი ვისი წასვლაც მაგრად არმინდოდა, და წავა ფეხბურთელი რომელიც დიდად არმევასება და მანჩესტერში ვერვხედავ მის ადგილს!!

ალეგრის კი ევასება მატა და მისი სტილის ფეხბურთელები))

19:09 | 16.09.2015
BEERTRANCE (97819)

მუ შეაჩვენებს ახლა ამას DDDDD

18:43 | 16.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

არ გაგიგოს ფერგიმ,თორე მოგხვდება ბუცი მაგ დებილ თავში!

18:37 | 16.09.2015
ukleba (17336)

მუუუ სად ხარ. ნახე რა იკადრა ფერდინანდმა?? : D: D

19:31 | 16.09.2015
ficxela10 (4839)

აგონიაშია

0.07342