იგორ კოკოშკოვი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა, ნბა-ს კლუბ ფინიქს სანსის მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს ამბავი რამდენიმე საათია, გახმაურდა, რასაც სერბი სპეციალისტისთვის კონტრაქტის შეთავაზება უძღვოდა წინ.
ფინიქსის გენერალური მენეჯერი რაიან მაკდონაჰი 2 დღის წინ ჰიუსტონში იყო, სადაც იუტა ჯაზმა, რომლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც კოკოშკოვია, პლეი ოფის მეორე წრის სერია ადგილობრივ როკეტსთან გახსნა. ფინიქსის მენეჯერმა სერბ სპეციალისტს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც კოკოშკოვი 2 დღეში დათანხმდა.
ფინიქსმა გასული სეზონი ყველა გუნდზე უცუდესი შედეგით – 21 მოგება, 61 წაგება – დაასრულა. არიზონელთა ხელმძღვანელობას ახალი გუნდის ფორმირება განუძრახავს და ახალგაზრდა სუპერვარსკვლავ დევინ ბუკერთან ერთად, ერთ-ერთ საყრდენად იგორ კოკოშკოვი შეარჩია. სერბი სპეციალისტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით თითქმის გადაწყდა, რომ მომავალ დრაფტზე პირველი ნომრის მფლობელი ფინიქსელები სლოვენიელ ვარსკვლავს, ლუკა დონჩიჩს აიყვანენ. დონჩიჩთან ერთად კოკოშკოვმა გასულ სექტემბერს სლოვენიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა და დიდი ალბათობით სერბი სპეციალისტი სლოვენიელ ვარსკვლავთან ნბა-შიც გააგრძელებს მუშაობას.
სლოვენიის ნაკრებამდე კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, რომელიც ევროპის “ბ” დივიზიონიდან ელიტაში აღაზევა, შემდეგ კი კონტინენტის საუკეთესო 12 ნაკრებში შეიყვანა. კოკოშკოვმა ქართველებს 3 ევრობასკეტზე უთავკაცა და 2-ჯერ ჯგუფიდან გაიყვანა.
კოკოშკოვი NBA-ს რამდენიმე კლუბში მუშაობდა ასისტენტად: კლიპერსში (2002-2003), დეტროიტ პისტონსში(2003-2008), ფინიქს სანსში (2008-2013), კლივლენდ კავალიერსში (2013-2014), ორლანდო მეჯიქში (2015), იუტა ჯაზში (2015-2018).
იგორ კოკოშკოვი პირველი არა ამერიკელი ასისტენტია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა. იგორმა 2004 წელს დეტროიტში მუშაობისას შეძლო NBA-ს მოგება. 2010 წელს კოკოშკოვმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.
შეთანხმების თანახმად, კოკოშკოვი ფინიქსში მუშაობას პლეი ოფში იუტა ჯაზის ასპარეზობის დასრულების შემდეგ შეუდგება. ცნობისთვის, იუტელებმა რეგულარული ჩემპიონატის მომგებ ჰიუსტონს მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 1:1 გაუთანაბრეს და მოედნის უპირატესობას დაეპატრონნენ.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კოკოშკოვი რო კარგი მწვრთნელია ამას ლაპარაკი რათ უნდა და მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენ ყველანი ამ კაცის. ახლა რაც შეეხება კრიტიკას ესეც ჯანსაღი პროცესი იყო რადგანაც საწყის წლებში უკეთესი იყო გუნდის თამაში და შემდეგ რეგრესი გვქონდა და კარგ დროს წავიდა ჩემი აზრით რადგანაც ყველა მადლობას უხდიდა და უბრალოდ ითხოვდნენ მის წასვლას რადგანაც მან ამოწურა თავისი თავი ჩვენს ნაკრებში (ნუ ასე ჩანდა)
არადა კაცმა წუთშესვენების აღება არ იცოდა და ტაქტიკურადაც მოიკოჭლებდა (მახსოვს სხვადასხვა კომენტარები ამ თემაზე). უფრო მაგარი მწვრთნელი გვინდა და რამე
და ტიპმა ჯერ ევროპა დადო და ეხლა ისტორია გადაწერა ნბა-ს გუნდი ჩააბარეს. წარმატებები მას.
დონჩიჩს თუ აიყვანს ფინიქსი, მაშინ ძალიან მაგარი შანსი აქვს კოკოშკოვს. ისეთი უკანა ხაზი ეყოლება ბუკერის და დონჩიჩის სახით ერთი კარგი მაღალის დამატებით შემდეგ კაკ მინიმუმ 5 პოზიციით ზემოთ შეძლებენ რეგულარულის დამთავრებას და პლეიოფზეც ექნებათ პრეტენზია და უკეთესი შანსი მწვრთნელისთვის რა უნდა იყოს
Baskonia reals tu ukurebrt linki dadet ra
მაგარი იქნება თოკოსთან ერთად ზაზაც რომ აიყვანოს.
დაინიშნა, თორემ ეგეც პლეიოფში გაიყვანს ახლა ფენიქსს DDDD
დონჩიჩთან ერთად კიდევ 1-2 ტრანსფერიც გაარტყას პლეიოფის თუარა 10-12 ადგილზე გასვის შანსი მაინც ექნებაა
მშვენიერი ამბავია ნამდვილად კარგი სპეციალისტია იგორი და წარმატებებს ვუსურვებ იმედია თორნიკეს წაიყვანს დდდ ისეფენიქსი დიდი ძვრები იგეგმება სულ და იქნებ კარგი გუნდი დადგეს ნელნელა
დონჩიჩი რა შუაშია საერთოდ აქ? ჯერ საერთოდ არაა გარკვეული ვინ რომელ პიკს ირჩევს 14 მაისს არის ლატარია და ფინიქსს პირველი მოუწევს თუ მეთხუთმეტე ეგ ჯერ არავინ არ იცის. ყველაზე მეტი შანსი კი აქვს ფინიქსს მაგრამ 3 ჯერ მეტია იმის შანსი რომ არ მოუწევს პირველი პიკი იმაზე რომ მოუწევს
კი მართალი მაგი არაა გარგვეული ჯერ, არც მითქვამს რო გარკვეულია...
ეგ კი არადა ერთი ნიუსი გაიჩითა საერთოდ გადაიფიქრა დონჩიჩმა ნბა-ო...
მარა ლუკა და დევინი თუ მოხვდნენ მართლა ერთად კაი სანახავი იქნება
ისე, როგორი გვარიც აქვს ისეთ გუნდში დანიშნეს - კაკაშკოვი ::
კოკოშკა ჯორბენაძე ქათამს ნიშნავს სერიულად DDDDDDD
ქათამაძის პონტშია რა DDDDDDD
ამ გუგლმა კიდე კორბენა ჯორბენაძე დ გადამისწორა DDDD
ქათამს თუ ნიშნავს, მითუმეტეს

ეს გუგლი რაღას გერჩის კაცო ?
რავი შემსწორებელი მივლის სიტყვებს DDDDDD
დონჩიჩი და ბუკერი ერთად კაი დამრტყმელი ძალა იქნება...
თოკოს თუ წაიყვანს მთლად კაი... მარა წაიყვანს კი?
იმედი ვიქონიოთ რომ წაიყვანს
პირდაპირ როკეტსი-ჯაზის თამაშზევე გამოაცხადეს გუშინ ეგ ამბავი
და აცხადებენ რო ამიერიდან ფენიქსის მთავარი მწვრთნელიაო
წარმოიდგინეთ ვზივარ კომპიუტერთან (მანამდე გამოვიძინე) შუაღამეა... უფროსწორად რაღა შუაღამე, თენდება უკვე... ჰიუსტონი-იუტას თამაშს ვუყურებ, თამაში მიდის იმენა დედა შვილს არ აიყვანს ხელში - ჯერ იუტა უგებდა კაი 20 ქულით ლამის და მერე პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში ჰიუსტონმა უცბად ამოუქაჩა და იქეთ გაასწრო დაჟე და მიდის გაგანია არა-შენ-და-არა-მე...
და ამ დროს ბრახ და კოკოშას სიფათი ფარავს ეკრანს
შენგელიას თუ წაიყვანს მართლა კარგი იქნება. კარგად იცის თორნიკეს შესაძლებლობები და მიცემს თავის გამოჩენის საშუალებას
წაიყვანე ეხლა ბოისა შენ გუნდში რომ შეგვიკიტინე ნაკრებში მაგის გამოძახებით
ხოხოხო სულ მაგის იდეა იყო ეგ.... რამდენჯერ სცადეს გადაერწმუნებინათ მარა ვერაფრით შეელია

DDDDDDDD
დდდ და ასისტენტათ ტუღუშუ და უსტიაშვილი.
მაგრად გამეხარდა კოკოშას ამბავი, ამ კაცს ბევრი აქვს ქართული კალათბურთისთვის გაკეთებული (ისე მეტიც შეეძლო), მერე სლოვენია აჩემპიონა, ეტყობა ამერიკაშიც კარგი სახელი აქვს. დონჩიჩს თუ აიყვანს მჯერა რო კარგ ხელში მოხვდება ლუკა და ზრდას განაგრძობს. იქნება თოკოც გაახსენდეს და ისიც წაიყვანოს თავისთან.
საღოლ იგორ.არადა იყო დრო ხალხს ამის ლეველი არ მოსწონდა
)))ჩვენთან ხო ყველა ექსპერტია თან ყველგან და ყველაფერში 
რას ვიზამთ ჯიგარო, ფეხბურთშიც კაი ზორბალეველიანი მწვრთნელები გვყოლია, მაგრამ რაა რო ?
უნდა წასულიყო იგორა და მოსულიყო ვინმე სხვა. მისმა 7 წლიანმა ტრენერობამ სხვა ვერაფერი აჩვენა სამწუხაროდ.
ყოველთვის მიმაჩნდა რომ ჩვენი ნაკრებისთვის საკმარისი ლეველი ქონდა, უბრალოდ ისიც ვაღიაროთ რომ როცა ჩვენთან იყო მას შემდეგ ამის ლეველი გაცილებით გაიზარდა