სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

6:06 | 3.05.2018 | ნანახია 3408 - ჯერ

"რომას" სასწაულამდე ცოტა დააკლდა - "ლივერპული" კიევში (+VIDEO)

ცოტა დააკლდა, მაგრამ სასწაული არ შედგა. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. იურგენ კლოპის გუნდმა „ენფილდ როუდზე“ მოპოვებული კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნა და ახლა ევროპის საუკეთესო კლუბის წოდებისთვის მადრიდის „რეალს“ შეეჭიდება.

„სტადიო ოლიმპიკოზე“ კი უბრალოდ ფანტასტიკური ატმოსფერო და ასეთივე თამაში იყო. აფერუმ „რომას“! ცალსახად, ეუსებიო დრი ფრანცესკოს გუნდმა ის შეძლო, რასაც ბევრი არ ელოდებოდა და მართლაც ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე. დიახ, ერთი გოლით ნაკლები რომ გაეშვა, უკვე კიევში იქნებოდა, ხოლო ერთით მეტი რომ გაეტანა, ვინ იცის...

მატჩი კი, ინგლისელთა სწრაფი გოლით დაიწყო. სადიო მანემ კონტრშეტევა დააგვირგვინა და თითქმის ყველა კითხვას პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, „მგლები“ არ დანებებულან და მალებვე გაათანაბრეს. გოლი კი, კურიოზული გამოვიდა და ჯეიმს მილნერიმა ავტოგოლი მიითვალა. მერე ისევ ეცადნენ მასპინძლები გატანას, მაგრამ აქეთ გაუშვეს, ამჯერად ჟორჟინიო ვეინალდუმისგან, რომელიც მცველებს გაეპარა.

პირველი ტაიმში არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. აი, მეორე 45 წუთი კი მთლიანად ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის აქტვიში იყო. „ჯალოროსი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და გატანა არაერთხელ შეეძლო. გოლიც მალე გავიდა. ჯეკომ იხეირა. მერე იყო უამრავი საგოლე მომენტი, მსაჯების რამდენიმე შეცდომაც ინგლისელთა სასარგებლოდ. ერთ ეპიზოდში საერთოდ, დაუცველ კარში მიმავალი ბურთი ინგლისელ მცველს ხელში მოხვდა, მაგრამ სასტვენი დუმდა.

მატჩის ბოლო ნაწილში რაჯა ნაინგოლანის ჯერი დადგა. ბელგიელმა ჯერ შორიდან გაისროლა ლამაზად, მერე პენალტი გაიტანა და - 4:2. „რომას“ 1 გოლი სჭირდებოდა, თუმცა, დრო აღარ იყო. იტალიელებს გოლების გატანა მოუგვიანდათ...

და მაინც, რომაელები მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. ადვილი საქმე არაა, თითქმის განწირული პოზიციიდან ლამის ფინალში გახვიდე. იმ ფინალში, რომელშიც „ლივერპული“ გავიდა. მომო სალაჰი და კომპანია 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მადრიდის „რეალის“ ჰეგემონიის დამხობას უმიზნებენ. „წითლებს“ ჩემპიონთა ლიგა 13 წელია არ მოუგიათ, ხოლო ფინალში ბოლოს 2007 წელს ითამაშეს. მოკლედ, იურგენ კლოპის ბიჭებს საქმის ბოლომდე მისაყვანად ერთი, მაგრამ მთავარი ნაბიჯის გადადგმა აშორებთ.

„რომა“ – „ლივერპული“ 4:2 (1:2) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 61 889

„რომა“ (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი (ჯენგიზ იუნდერი 53), დე როსი (გონალონსი 69), ნაინგოლანი; შიკი, ჯეკო, ელ შაარავი (ანტონუჩი 75)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„ლივერპული“ (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი (კლაინი 90), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო (სოლანკე 87), მანე (კლავანი 83)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მანე (9), 1:1 მილნერი (15, ა.გ), 1:2 ვეინალდუმი (25), 2:2 ჯეკო (52), 3:2 ნაინგოლანი (86), 4:2 ნაინგოლანი (90, პენ)

გაფრთხილება: ფლორენცი (76), მანოლასი (84) - ლოვრენი (44), რობერტსონი (84), სოლანკე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (6) – 6 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

Loading...

კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:30 | 04.05.2018
ogafa (8216)

ყოჩაღ

20:35 | 03.05.2018
Ramms (116)

თამაშს არ უყურეთ ხალხო? ცალი ფეხით თამაშბდა ლივერი... ან ორივე მატჩში როდის იყო რომა წინ? 5-0_ს იგებდა გუნდი გაჩერდა და მერე შეაგდეთ ორი გოლი, 2-1 ვიგებდით და კიდევ გავჩერდით მერე "შეაგდეთ" ორი გოლი და ბოლოს პენალი. აი პროსტა რანაირად გიბრუნდებათ ენა და ამბობთ რო ლივერს არ ეკუთვნოდა გასვლა? რომას ბალეშიკები კიდე მესმის სუბიექტურები არიან(ნა მამენტ ეგეც პრობლემაა) მარა დანარჩენებს ასე გძულთ ლივერი თუ რა პონტია? არანაირად არ არის არადა საძულვევლი გუნდი რავი.

19:41 | 03.05.2018
თორღვა პანკელი (1040)

ერთერთი ყველაზე ლამაზი ფინალი უნდა გამოვიდეს სანახაობრივად, ვფიქრობ დიდი ანგარიში დაფიქსირდება და რეალი მოიგებს, კლოპი და სალაჰი ეს ორი ფაქტორი ერთგვარად აბალანსებს ძალებს, სხვა შემთხვევაში რეალი აშკარა ფავორიტია.

16:39 | 03.05.2018
grande roma (542)

რეალი ამ ლივერპულის დაცვააას ააწიოკეებს და ზედიზედ 3 მოიგებს ლიგას ნუ გექნებათ იმის ოცნება რომ რამეს იზავს ეს ფარჩაკი ლივერპული რეალი გადაგივლით

17:39 | 03.05.2018
O. Mertskhali (3331)

აბა რაა

16:36 | 03.05.2018
grande roma (542)

რეკლამირებული გუნდი უფრო ლივერპულია და პლიუს სალაჰი ჰყაავს რაც უეფას ურო აცყობდა ფინალში ლივერპულის გასვლა კარგად გაიყიდება ფინალი და პლიუს იქეთ რეალი ანალოგიური ასე რომ ამიტომაცაა მსაჯები ერთ ადგილს რომ აზლევდნენ ლივერპულს და რეალს

17:38 | 03.05.2018
O. Mertskhali (3331)

+ ცხადია, ეგ ყველა დონეზე მასეა და ახალი ამბავი არაა - მიკვირს, რომ ზოგი ისე წერს მსაჯების უნამუსობაზე, თითქოს ამის მსგავსი არაფერი უნახია თუ გაუგონია თავის ცხოვრებაში... არა და ყოველთვის მასე იყო, უბრალოდ ზოგს მაშინ შეაწუხებს ხოლმე, როცა 'მის გუნდს' ჩაგრავენ

16:35 | 03.05.2018
grande roma (542)

ARMANDO არც რომა არ იმსახურებდ აგავრდნას და რომაც იმსახურებდა ფინალში გასვლას ესაა რელობაა არაფერი არ დაუთმეს ბიჭემა პროსტა როდემდე ეს მსაჯები როდემდეეეეეეეე ვერ ვხდები რატოა ესეთი იავნა მიდგომა ერთი გუნდის უამრავი შეცდომა დაუშვა მასჯმა ორივე თამაშზე ლივერპულში 2 გოლი იმენა არ უნდა ჩაეთვალა მსაჯს აქ რომში ხელბურთი ითამაშა და წითელი და პენალტი უნდა დაედო 2000000 პროცენტიანი მაგრამ სადაა სამართალი ფეხბურთი ხომ ეპიზოდებია და ეს ეპიზოდები წყვითავეს თამაშის ბედს სირცხვილია ეს არი ამრზენი საჯობააა გულის ამრევი ემსაჯაა ორივე თამაშზე ჩესნად და ვინ იქნებოდა ფინალში ვნახაადით

17:26 | 03.05.2018
ARMANDO (5773)

ბატისტუტას გამო რომასთვის ნაბალეშიკებიც მაქDD
ბარსადან გამომდინარე ნამდვილად არ ვწერ და თუ დამიჯერებ კარგი იქნება თუ არადა არც მაგია პრობლემა

ქვემოთაც დავწერე რომ შეცდა მსაჯი

იმის არ დანახვაც რომ ლივერს ნებისმიერ წამს შეძლო მომატება მაგასაც ვერ გავექცევით და რომაზე მეტადაც იმსახურებდა ფინალში გასვლას ჩემი აზრით 2თამიშის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ უფრო აშკარა მაგი
გუშინდელისთვის კი მადლობა ეკუთვნის რომას ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებისგან

15:59 | 03.05.2018
ARMANDO (5773)

ვიდეოგამეორება უკვე აუცილებლობა რომა ყველასთვის გასაგებია)))

კი შეცდა ლივერის სასარგებლოოდ მსაჯი მაგრამ დამსახურებულად რომ გავიდა მაგი საკამათო ალბად
მარტო რეალის ბალეშიკებისთვისა მათვის საოცნებო სცენარით წარიმართა თამაში
რავი მაინც ძნელი დასაჯერებელია განსხვავვების ვერ დანახვა გუშინ კორბენმა რომ დაწერერა მართლა მასე მოხდა (მგონი პირველად გამართლდა მისი ვარაოდი)

ან მარტო ბოლო წლების მიხედვით რომ მსჯელობენ რეალის ბალეშიკები მაგია ჩემთვის გასაკვირი ჯერ მარტო რაც მათეუს გაუკეთა ხუანიტომ და რა სასჯელი მიღო?მილანთან ნახევარფინალში 89ში
და იმდენის გახსენება შეიძლება რომ პოემა გამომივა მეზარება წერა არც ის მგონია რომ მარტო ნოდარიკო მადრიდისტები ყავდეს ბალეშიკები გუშინ საერთოდ იმას ამტკიცებდნენ საჯარიმოში არ მოხვედრიაო მარსელოსო მარსელოს სტატის მერე ზოგი დაიკარგა ზოგი მაინც ძველ ჩვენება აწვებოდა))

ყველაზე სწორი ჩამილომ დაწერა ვისაც არ უნდა დანახვა ის ვერც ისე დაინახავს და ვერ ასე(((

16:38 | 03.05.2018
kelbo (7270)

ხო ისე სხვა ყველა დანარჩენ გუნდს ისე ჩისტად აქვს თასები მოგებული რო მაგათ მოგებულ თასებს მტვრის გადაწმენდაც არ ჭირდებათ და დამლაგებლებზე ფულს ზოგავენ
მით უმეტეს მაგ სიშორეზე თუ წახვალ...

და ნოდარიკობას არც სხვა გუნდების გულშემატკივრები აკლებენ...
ერთი კი არა 3 პენალტი იყო რეალის კარში დასანიშნი ბავარიასთან (და ერთიც ბავარიას კარში) მარა იუვესთან დადებულ პენალტზე რო იტყვის კაცი არ იყოო და მერე ობიექტურობასაც დაიჩემებს, რაღა უნდა ელაპარაკო

17:12 | 03.05.2018
ARMANDO (5773)

კი ბაზარი არა სხვებსაც უდგებიან გინდ ბარსაზე გეტყვი 2009ში ჩელსისთან((

მაგრამ 2010ში ინტერთან პირიქით იყო და სანტიაგოზე თასის აწევა რაცა კი ვხდებით აგერ კოპაზე რა ამბებია თუნდაც დერეფანზეDD

10-15წლის შემდეგ რომ გადმოხედავს დამწყები გულშემატკივარი (ლივერსაც მოუგებს)და ნახავს 5დან-4რეალს აქ მოგებული ისე იფიქრებს რომ ეს რეალი გვარდიოლას ბარსაზე ძლიერია რაც ჩემთვის ყველაზე მეტად ნერვების მომშლელია


არადა ნამდვილად არა მასეDD

16:09 | 03.05.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ნუ მაკლებ. მეორედ გამართლდა

17:12 | 03.05.2018
ARMANDO (5773)

+

15:00 | 03.05.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ლივერპული რომ ფინალში სამართლიანად ზის, ამაში ეჭვს ვერანაირად ვერ შევიტან.
პირველ შეხვედრაში აკუწეს რომაელები რასაც ქვია და მერე აშკარად მოეშვნენ, რის გამოც ორი გაშვებული გოლით დაისაჯნენ.
გუშინ ვწერდი, ალბათობებიდან გამომდინარე ინგლისელები აუცილებლად გაიტანენ ერთ-ორ გოლს მეთქი, ასეც მოხდა. თან პირველივე ტაიმში მოახერხეს ამის გაკეთება და მეორე ტაიმში რომ ტემპის დაგდებას ცდილობდნენ და ბურთს აგორებდნენ, მგონი ყველა ობიექტური გულშემატკივარი დამეთანხმებით.
ასე რომ, ფინალში ნაღდად უკეთესი გუნდი გავიდა ამ წყვილიდან.
მიუხედავად ამისა, მსაჯთა შეცდომები უკვე ძალზედ ხშირი და თვალშისაცემია. ახდენს თუ არა შედეგზე გავლენას, ეს სხვა საქმეა. ალბათ მალე მოვა ის დრო, რომ ვიდეოგამეორება საბოლოოდ დაინერგება ყველა მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირში.

14:48 | 03.05.2018
kelbo (7270)

ჰე კაით ახლა... 5-0-ს რო იგებ სახლში, ცოდვა არაა უეფა? მეორე თამაშში ბილეთების გაყიდვა ხო უნდა? უნდა...
ხოდა როგორ უნდა თუ 1-2 გოლი არ გაუშვა 5-0-ს ვინც იგებს იმან...
მერე ახლა სახლში 5-2-ის მერე კიდე გასვლასაც რო 2-1-ს იგებ ამდენ ხალხს სახლში ნაადრევად ხო არ გაუშვებ ნახევარი საათით ადრე?
ხო უნდა დააკავო და გაართო რამით თამაშის ბოლომდე? იასნია უნდა გაართო...
ჰოდა 4-2-ზე მეტი კაი გასართობი რაღად გინდა 1-იც და გადავა დამატებითში...
მარა თან მთლად ისეც არ გინდა ახლა მეოთხედფინალში რო კისერი წაიტეხე და ბარსა გაგივარდა უცებ შემთხვევით... კიდე რო გადაგაგდოს რომამ სა მიდიხარ მერე?

პ.ს. ჩორტი ჩავაგდე

17:31 | 03.05.2018
O. Mertskhali (3331)

+

13:32 | 03.05.2018
ეშლი იანგი (6445)

ჩემი აზრით, ლივე მოდუნებული იყო პირველი თამაშის ანგარიშიდან გამოდინარე და ვინც უყურა, დამეთანხმება ალბათ. ბოლო ორი გოლიც ამას მოყვა.იმ ეპიზოდში ხელი იყო და პენალტი დასადები,მარა რაც იყო იყო. აბა ლივეს წარმატებები. დიდი ეშლი თქვენთანაა

13:24 | 03.05.2018
bombora-bax (342)

სამარცხვინო ქურდობა და მზაკვრობა რომში უნამუსო ყეყეჩი და უთავმოყვარეო უეფა ის რაც მსაჯმა წუხელ იკადრა არაკაცობის ტოლფასია სათქმელი არაფერი მაქვს მეტი გცხვენოდეთ საპყრებოო თფუუ

12:41 | 03.05.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

თქვენი დადგმულ სპექტაკლებზე ყურებას კიდევ ჩემი საქართველოს პირველი ლიგა მირჩევნია ...ჩვენ დავბრუნდებით!!!

12:33 | 03.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

რა სასწაულამდე? ინგლიში 5-0 შემდეგ და ახლა 2-1 შემდეგ ლივერპულმა თამაში შეწყვიტა. რომ მოენდომებინათ რომშიც ადვილად მოუგებდნენ. ლივერის მეკარე ვერ ქაჩავს, ფინაში გაუჭირდება რეალთან.

11:40 | 03.05.2018
tomasz (1526)

გუშინ რეალის თამაში რო მორჩა გავთიშე თურმე იმათ 13 ნომრიანი მაისურები ჩაუცვამთ :დ
ამაზე მაგარი მეტოქის დაუფასებლობა აღარ ვიცი
სგსგ ბრატცი კაია წყნარად იყავით ფინალამდე ზეიმში და მოლხენაში

11:00 | 03.05.2018
halamadrid (606)

ის 1-0 4-0 მაგრად მწარედ მახსოვს ხუანდე რამოსი რო მოათრია ტრენერად დუყლუყმა კლადერონმა და გაგო ლასანა დიარათი უნდოდა მოგება მერე რონალომ კი გაუკეთა ენფილდზე მარა მაინც ვერ ამოვიყარე ბოლომდე ჯავრი პლეიოფი მაინც სხვა თემაა ჯგუფური ეტაპი სხვა მოკლედ ამაზე კაი შანსი მეტი რა უნდა ძველი ვალების დასაბრუნებლად )) თან ყველამ არაერთხელ გადაიხადა უკვე ბავარიამაც და იუვემაც წარსული ცოდვები რეალთან

17:29 | 03.05.2018
O. Mertskhali (3331)

+

12:52 | 03.05.2018
georgianfan (1858)

ბრატ მაისურზე ეწერათ მეცამეტესთვის დაუფასებლობა რა შუაშია? ა პორ ლა 13 თარგმნე და მიხვდები

11:35 | 03.05.2018
tomasz (1526)

ეეეჰ რა გაიხსენე კაცო კაი დრო იყო რა რა ჭედა სტივმა მანდ ბაბელის პასის მერე

10:59 | 03.05.2018
tevdo (514)

ფინალი : ოლივერი და გუნეტ ჩაქინი Vs დამირ სკომინა!!!
რეალი Vs ლივერპული !!!
რეალს უპირატესობააქ

11:34 | 03.05.2018
tomasz (1526)

აჰა კიდევ ერთი უპირატესობა აქვს რეალს მეტი მსაჯი ყავს

12:34 | 03.05.2018
tevdo (514)

კი...თან კიდე ყავს რეზერვში რამოდენიმე

10:39 | 03.05.2018
chamilo (33470)

მსაჯებს რაც შეეხება,ბოლო წლებია კრიტიკას ვერ უძლებს მათი საქციელი,განსაკუთრებით ხელით თამაშის ეპიზოდზე,მცველები უკვე მეკარის ფუნქციას ასრულებენ,ხანდახან კი უბრალოდ სხეულიდან ასხლეტილი ბურთი რომ მოხვდებათ ხელზე იმაზე დებენ,ვიდეო რეფერი აუცილებელია თორემ არის კლუბები რომლებიც ლიგაზე ბოლო წლებია მსაჯების სიმპატიით სარგებლობენ,ერთერთ მსაჯს აქვს ნათქვამი,თამაშის დროს 20 % ით რომ მივეხმარო ერთერთ გუნდს ეს მაყურებლისთვის შეუმჩნეველი დარჩება და კლუბს თამაშს მოაგებინებსო,ბოლო ხანებია კი 100 % ით ეხმარებიან ზოგიერთ კლუბებს

12:28 | 03.05.2018
zadigi (323)

ნუ ეგეთი ორი გუნდი მახსენდება: მსაჯელონა და მსაჯრიდის რეალი.
მსაჯელონას ფეხბურთელები, უბრალოდ რომასთან საჯარიმოშიც კი ვერ შევიდნენ რომ პენალი დაედო მსაჯს. ბოლოში კი 10 მეტრიანი თამაშგარე არ აწია, დემბელემ რომ ლამის ცარიელ კარში გაიტანა

13:02 | 03.05.2018
stoikovich (5823)

:= თამაშს უყურე? ინიესტა რომ ჩაჩეხა ფაციომ, არ შეეძლო გაძევება?(მეორე ყვითელი) , არანაირად არ ვაკნინებ რომას, მაგრამ როცა რაღაცას წერთ, ელემენტალურად თამაში უნდა გქონდეს ნანახი, არ ყოფილა მსაჯელონა, ხო?

11:41 | 03.05.2018
stoikovich (5823)

ნუ, ზოგიერთი კი ვიცით ვინც არის... ზოგადად კი გააუქმონ მაშინ პენალტის დანიშვნის წესი, მე პირადად აზრსს ვერარვხედავ და, ყველას თავის გაგებაში გაუმარჯოს...

10:35 | 03.05.2018
chamilo (33470)

ფინალში ლივერპულისკენ ვარ იურგენ კლოპის გამო,ის იმსახურებს იმ მწვრთნელების სიაში ჩაეწეროს ვისაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს,წლებია ეს კაცი,შემტევ,ლაღ ფეხბურთს თამაშობს და ვარსკვლავებად აყალიბებს ფეხბურთელებს,დორტმუნდში ცოტა დააკლდა რომ ლიგა მოეგო,უძლიერეს ბაიერნს შეხვდა,სხვა ნებისმიერ კლუბს იმ დროს მოუგებდა,უბრალოდ ის განსხვავება რომ იმ დორტმუნდში დაცვის ხაზი უფრო ძლიერი იყო და საყრდენი ზონაც კარგად გამოიყურებოდა,ლივერი კი თუ ვერ უტევს შეცდომებს უშვებენ

10:33 | 03.05.2018
Oto. (4545)

ასე თუ ითამაშეს ფინალში რეალთან შანსი არ აქვს ლივერპულს.უფრო მეტია საჭირო.კი ბატონი სიტის და რომას სახლში ერთი ამოსუნთქვით მოუგეს მაგრამ ეს რეალია,კლასი,გამოცდილება,იმაზე ბევრად უკეთ უნდა ითამაშონ ვიდრე სახლში ითამაშეს როცა ფლეი ოფის სტადიაზე ყველა გაანადგურეს.ახლა კიევშია თამაში,მეტოქე რეალია,ფავორიტი რეალია,მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ძაან მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ.

09:53 | 03.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ფინალიიიი რა მაგარია ჩემპიონთა ლიგის ფინალი დონეა თან როცა 10 წელია არაფერი მოგიგია.დაბრუნდა დიდი გრანდი.ძალიან დიდ ფინალს ველოდები რეალი რა თქმა უნდა ფავორიტია რეალს უფრო ძლიერი შემადგენლობა აქვს მაგრამ მაგრამ ეს ლივერპულია და არა იუვენტუსი ან ატლეტიკო .5მოგებული ჩემპიონთა ლიგიდან ერთი სწორედ რეალს მოვუგეთ ფინალში.რეალის მსგავსად არც ლივერპული აგებს ფინალებს ახლა ლიგაზე წარმატებით ჯერჯერობით რეალს ვერ შევედრები მაგრამ ფაქტია ლივერპულსაც დიდი კვალი და ისტორია აქვს ამ ტურნირზე.იურგენის დიდი გამოწვევა ისევ ფინალი უნდა გაგიჟდე იურგენ ყველა რესურსი უნდა ჩადო არ უნდა ამოასუნთქო მადრიდი გააგიჟე ბიჭები და წინა ტრიო ფანები კიევს დაიპყრობენ ესპანელებს ეგენი არ ამოასუნთქებენ ველოდებით 26 ს ისედაც ისტორიულ თარიღს

09:46 | 03.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

სასწაულამდე ცოტა დააკლდა არა ყ

09:50 | 03.05.2018
tomasz (1526)

ჩელსისთან რო ვერ მოიგონ საგინებლები იქნებიან

09:55 | 03.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ძალები რო აქვთ გადანახული ფაქტია.იმედია მოუგებენ ჩელსთან მოგება ყოველთვის მეტად სასიამოვნოა

09:38 | 03.05.2018
tomasz (1526)

ფინალს კიდე რაც შეეხება ასე რო ვითამაშოთ პირველივე ტაიმში მორჩება მარა თქვენც იცით რო ასე არ იქნება
ზოგადად რეალის მხარესაა ყველაფერი ინდივიდუალური იგროკების კლასი, გადამწყვეტი მატჩების ჩატარებისთვის საჭირო დამაჯერებლობა და უდიდესი გამოცდილება 5 წელში 4 ფინალი სახუმარო ხო არაა ჩვენ 11 წლის მერე გავედით ფინალში და უმეტესობა იგროკებს ლიგის ფლეიოფის გამოცდილებაც არ აქვს პროსტა ერთი ფაქტორია ის რო ლივერპული ხასიათის გუნდია და კონკრეტულ თამაშში შეუძლია საკუთარ თავსაც გადაახტეს მაგის გარდა ჩემი აზრით რეალს წელს ხშრად აქვს ჩავარდნები მატჩის მსვლელობისას ბაიერნზე უკეთ უნდა გამოვიყენოთ ეს ჩავარდნები
ის ხალხი ვინც თვლის რო დაუმსახურებლად გავედით და ზედმეტად სუსტები ვართ ნეტა რეალმაც ეგრე იფიქროს წლევანდელ ლიგაზე მსაჯების შეცდომების მერე გამოსარჩევი მეტოქის დაუფასებლობაა

09:33 | 03.05.2018
tomasz (1526)

ნუ შედარებით ადეკვატურ მოაზროვნე ფანები წერენ ამ სტატიაზე და მსაჯზე აღარ გავაკეთებ აქცენტს იქეთაც შეცდა და აქეთაც
რაც შეეხება თამაშს ურესურსობის და სკამზე ნახევარმცველ-ფორვარდის არ ჯდომის დედაშევდე თორე რატო უნდა დაიკიდო ლიგის ნახევარფინალში ტაიმი :@ იმედია ჩელსისთან მოიგებენ მაინც თორე გამოდის ტყუილად ანერვიულეს ხალხი
ინდივიდუალურად ვიტყვი რო კარიუსმა მცირე შეცდომებს თუ არ ჩავთლით ნორმალური თამაში ჩაატარა განსაკუთრებით გამოსვლებზე მარა რეალთან რას იზამს წარმოდგენა მიჭირს, ლოვრენი ბეკენბაუერის გვერდითაც მზე იქნება დეიკი დღეს მსოფლიოს ტოპ 3 მცველში შედის ტიპი გაუვალია რობერტსონი ძაან მაგარია არნოლდი შეცდა იმდენჯერ რო რავი და ჩვევია ესე აჭრა თავიდან ბოლომდე მარა 19 წლისაა და იმედია გამოასწორებს ამ შეცდომებს ჯინი კაი იყო მილნერიც მანე საუკეთესო იყო ფირმინო ისე რა და სალაჰი იდგა
კლოპმა 1 ტაიმი მაგრა ჩაატარა მარა მეორეში რა უთხრა არ ვიცი ფაქტია 4-3-ზე დაიჭერდნენ რომას და პასს უკან აგორებდნენ და ბოლოს კლავანის გამოსვლა რა მაფიაა ასეთი ვერ გავიგე პენალი არ იყო მარა პენალის გარეშეც რა საჭიროა ბოლო 5 წუთ ზედმეტი მცველი ვინმე სარბენად გამოეყვანა ჯობდა

09:21 | 03.05.2018
sabonis (8771)

ანგარიში ნუ მოგატყუებთ 1-2-ის მერე ლივერი აშკარათ ძალების დაზოგვით თამაშობდა.

07:25 | 03.05.2018
არეში (277)

მსაჯებმა რამდენიმე ეპიზოდში სერიოზული შეცდომები დაუშვეს მაგრამ ენაც არ მომიბრუნდება და არ ვიტყვი რო ლივერი დაუმსახურებლად გავიდა, უბრალოდ ორი ბურთი გაიტანეს და გაჩერდნენ, აღარც კი ცდილობდნენ მეტის გატანას, სალაჰიც ვაბშე ძაან ფრთხილობდა და კინაღამ დაისაჯნენ ამის გამო

09:26 | 03.05.2018
tomasz (1526)

ზუსტად

სტატისტიკა
0.157302