მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ფილიპე ლუისი გამოჯანმრთელდა. როგორც “როხიბლანკოს” ვებგვერდი იტყობინება, 32 წლის მცველმა თავის ტრავმა მოირჩინა და ლონდონის “არსენალთან” მატჩისთვის თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.
ბრაზილიელმა მძიმე ტრავმა მარტში, მოსკოვის “ლოკომოტივთან” შეხვედრაში მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ უნდა ეთამაშა. თუმცა, ლუისი ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, რუსეთში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს.