ფეხბურთი

17:05 | 2.05.2018 | ნანახია 547 - ჯერ

დე ხეა – “მანჩესტერის” სეზონის ფეხბურთელი

დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედის” 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. ესპანელმა მეკარემ ორი ვერსიით გაიმარჯვა: გულშემატკივართა და თავად ფეხბურთელთა გამოკითხვით.

ქომაგების ვერსიით დე ხეა საუკეთესო მეოთხედ გახდა და ეს რეკორდია, ხოლო თანაგუნდელებმა მესამედ გამოარჩიეს, ესეც რეკორდია.

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად დავიდმა ხმების 67% მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა ჯესი ლინგარდსა (10%) და რომელუ ლუკაკუს (8%).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.110648