ფეხბურთი

14:10 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მეექვსე ფინალი

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან “ბაიერნი” გამოთიშა (2:1, 2:2), რითაც მადრიდელთა ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში მეექვსედ თამაშის საშუალება მიეცა.

თუკი 1992 წლიდან მონაცემებს გავითვალისწინებთ (მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონთა თასს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა), რონალდუ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა. მთლიანობაში კი, ტურნირის არსებობის ისტორიაში (1955 წლიდან), ფინალში ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ მალდინი და ჰენტო გასულან, 7-ჯერ ალფრედო დი სტეფანო.

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით გავიდა, ოთხჯერ კი “რეალის” და გადამწყვეტ მატჩში ოთხჯერ იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126597